პრემიერ-მინისტრის გადადგომას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. თინა ხიდაშელის თქმით, მიღწეული მიზნების შემდეგ ქვეყანას სიახლე სჭირდება.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ფიქრობდა კარგა ხანია, თუმცა როდის მოხდებოდა ეს არ ვიცოდით. ჩემთვის არ იყო ეს სიახლე. ირაკლის ქონდა იმის სურვილი და მოლოდინი, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და ძალაუფლების მასშტაბს , როდესაც ჩათვლი, რომ კონკრეტული მიზანი მიღწეულია ასპარეზი დაუთმო სხვას. ვფიქრობ რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში გარდამტეხი გადაწყვეტილება, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ იყო მთავარი ფაქტორი ამ გადაწყვეტილების თარიღის მომწიფებისთვის . პრემიერმა ჩათვალა რომ პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას. ასეთი მოქმედება ,განსაკუთრებით საქართველოში, დასაფასებელია.“- განაცხადა თინა ხიდაშელმა "კურიერთან" საუბარში
თინა ხიდაშელი იმედს გამოთქვამს , რომ ის მომავალ მთავრობაშიც თავდაცვის მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას, ხიდაშელის თქმით ფორმალური საუბარი ახალი პრემიერის კანდიდატურაზე არ ყოფილა, თუმცა ამაზე ფიქრი უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






