პარლამენტის თავმდჯომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მან გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა.
„მე ვიცოდი, რომ ირაკლი ამ თემაზე ფიქრობდა. თუმცა როდის მიიღებდა გადაწყვეტილებას, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ჩვენს შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ პირველმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთი წლის შემდეგ დატოვა თანამდებობდა და ჩათვალა საჭიროდ, რომ ასპარეზი თავისი გუნდისთვის სხვა წევრებისთვის მიეცა. ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე ნაბიჯი გადადგა და მე დარწმუნებული ვარ ტრადიცია გაგრძელდება, რადგან პრემიერები, სპიკერები და პრეზიდენტები არ გვჭირდება სიცოცხლის ბოლომდე. ჩვენ გვჭირდება ადამიანები მანამ, სანამ თავად გრძნობენ, რომ შეუძლიათ საქმის კეთება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო წევრებს, უსუფაშვილი მათ კანდიდატურებს მიესალმება.
„კვირიკაშვილი წარმატებული პოლიტიკოსია, სერგეენკო წარმატებული მინისტრია, ბახტაძეს რაც შეეხება, რკინიგზა არის წარმატებული კომპანია, რომელსაც სერიოზული მიღეწევები აქვს, ასევე წარმატებულია ქუმსიშვილი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






