საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ახალი პრემიერის კანდიდატურაზე კონსულტაციები პარასკევს და შაბათს გაიმართება. გია ვოლსკის განცხადებიტ განსახილველ კანდიდატებს შორის იქნება გიორგი კვირიკაშვილიც.
„გვყავს სხვა კანდიდატურებიც , მაგრამ წინასწარი განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავოთ. იქნება ინტენსიური კონსულტაციები პარასკევს და შაბათს და შემდეგ ტქვენთვისაც იქნება ცნობილი“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვოლსკიმ ღარიბაშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობაზეც ისუბრა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი უნდა ესაუბრა მისი მთავრობის მიღწევებზე და იმ საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, რასაც ღარიბაშვილი პარლამენტთან ერთად წარმატებულად გაუმკლავდა.
ვოლსკის თქმით გუნდში საუბარი არ არის და არც იქნება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, თუმცა როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებში გარკვეული ჩარტულობა აქვს ბიძინა ივანიშვილსაც.
მასალის გამოყენების პირობები






