სტაჟიორობიდან პრემიერობამდე - ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური გზა
პოლიტიკა - 20:53, 23 Dec, 2015     2506
საქართველოს რიგით მე-11 პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზებზე არც თავად ღარიბაშვილს და არც „ოცნების“ ხელისუფლებას არ უსაუბრია. აწ უკვე ყოფილი პრემიერის თქმით მან ბიძინა ივანიშვილის ქმედება გამოიყენა მაგალითად, რაც დროულად მოსვლას და დროულად წასვლას გულისხმობს.

33 წლის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური წარსული მრავალფეროვანი არაა, მას პოლიტიკასთან პირველი შეხება 2001–2002 წლებში უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სტაჟირების დროს ქონდა. შემდეგ მისი კარიერა „ქართუ ჯგუფს“ და ბიძინა ივანიშვილს მჭიდროდ დაუკავშირდა. 2004–2005 წლებში მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

პოლიტიკური კარიერა ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ დროს გახდა ის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს დამფუძნებელი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.

2012 წლის 25 ოქტომბერს ღარიბაშვილი მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. 2013 წლის 20 ნოემბერს კი შს მინისტრის პოსტზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, იგი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა. პრემიერმინისტრობის 25 თვის და 3 დღის შემდეგ ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42