,,ღარიბაშვილის პოლიტიკური მომავალი არ ჩანს“ - ხუხაშვილი პრეზიდენტთან დამწვარი ხიდის აღდგენაზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:42, 23 Dec, 2015     4475
ექსპერტი გია ხუხაშვილი "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ უკვე ყოფილი პრემიერის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება დაუგეგმავი იყო.

პოლიტოლოგის თქმით, ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მის პოლიტიკურ მომავალზე არ ისაუბრა, ამ მომავლის პერსპექტივას ჩრდილის ქვეშ აყენებს.

"ღარიბაშვილის სიტყვაში უნდა გახმოვანებულიყო, სად ხედავს ის თავის მომავალს. ისეთი განცდა დამრჩა, რომ ეს მომავალი არ ჩანს, არ არსებობს, ან ფსიქოლოგიურად ძალიან დაძაბულია. ფაქტია, რომ ყოფილი პრემიერი თვითონაც ბუნდოვნად უყურებს მის მომავალს. ეს იყო დაუგეგმავი გადადგომა" - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ღარიბაშვილის შემცვლელებად მედიაში დასახელებულ პირებს, ექსპერტი გიორგი კვირიკაშვილისა და დავით სეგრეენკოს კანდიდატურას დადებითად აფასებს, რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს კახი კალაძეს, ექსპერტი ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება ამ უკანასკნელთან დადებითი არ არის.
"დღეს საჭიროა ტექნიკური პრემიერ-მინისტრი და ფართო პოლიტიკური მაგიდა, ამ კუთხით სერგეენკო და კვირიკაშვილი ძალიან დადებითად გამოიყურებიან, მათ არ აქვთ ხიდები დამწვარი, არც საზოგადოებასთან და არც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ამ ადამიანებს აქვთ რესურსი, რომ ეს დამწვარი ხიდები აღადგინონ" - უთხრა "ნიუპოსტს" ხუხაშვილმა. რაც შეეხება კალაძეზე დასმულ კითხვას, მან ასე უპასუხა: "კალაძის პრემიერობას სკეპტიკურად შევხედავდი".




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42