„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს პრემიერის პოსტზე 4 კანდიდატურა ჰყავს შერჩეული. როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად დავით სერგეენკოს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს რკინიგზის“ უფროსს მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს განიხილავს.
„რუსი ოლიგარქის ხუშტურებზე აგებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ჩემიაზრით, გაჭიანურების მიზეზი არის ის, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შერჩეული არ არის. ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებშიც არჩევანშია. მე ვიცი, რომ მას ჰყავს ოთხი შესაძლო კანდიდატურა. ესენი არიან კვირიკაშვილი, სერგეენკო, რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი. მოხსნა ისე პრემიერი, რომ არ გყავს შერჩეული მისი შემცვლელი ჩანს თუ რა დამოკიდებულება გაქვს შენი მოქალაქეების მიმართ", - განაცხადა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






