ხადური, ზაქარეიშვილი, სანიკიძე და დუმბაძე - ვინ გაყვება პრემიერს
პოლიტიკა - 17:53, 23 Dec, 2015     3156
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი გადაიდო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას არა 18:00 - ზე არამედ 20:00 საათზე გააკეთებს.

ოფიციალური ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რა თემაზე გამართავს მთავრობის მეთაური ბრიფინგს, ცნობილი არ არის. თუმცა, დღეს დილიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.

სამთავრობო კულუარებში კი ადასტურებენ ინფორმაციას, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცვლილებები განხორციელდება მინისტრთა კაბინეტში.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორთფელს დაემშვიდობება ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სავარაუდოდ მის ბედს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეც გაიზიარებს, საუბრობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის გადადგომის შესახებაც.

კულუარული ინფორმაციით პოსტს დატოვებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.

რაც შეეხება თვითონ ღარიბაშვილს, მედიის ინგორმაციით, ის პოლიტიკურ მოღვაწეობას „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი მართველი პარტიის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს და კოალიცია "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42