პრემიერის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები - რა წერია კონსტიტუციაში?
პოლიტიკა - 15:11, 23 Dec, 2015     4274

საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად არის გაწერილი ის პროცედურები, რომელიც პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ამოქმედდება.

კონსტიტუციონალისტთა განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრემიერმინისტრი თანამდებობას დატოვებს ავტომატურად უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდება და ისინი მინისტრის მოავალეობის შემსრულებლები გახდებიან.

პრემიერის გადადგომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად უნდა იმსჯელოს ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის შესახებ და არა უგვიანეს 7 დღის ვადისა, უნდა დაასახელოს კანდიდატი.

შემდეგი ნაბიჯია პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ მინისტრობის კანდიდატების და სამთავრობო პროგრამის ფორმულირება.

ამის შემდეგ უკვე პარლამენტში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დაიწყება. ახალ სამთავრობო გუნდს პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში წარდგენიდან 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილი, ან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი სამჯერ ვერ დაამტკიცებს ახალი მთავრობის შემადგენლობას, მაშინ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილი მეორე სცენარზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, თუ არსებულ საპარლამენტო უმრავლესობას რიგგარეშე არჩევნებზე გასვლა სურს.

"მსგავს შემთხვევაში, მას შეუძლია ორჯერ ზედიზედ ჩააგდოს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და მესამე მცდელობაზე არ მისცეს შესაძლებლობა სხვა საპარლამენტო ჯგუფებს, რომ მათ ნდობა გამოუცხადონ ახალ მთავრობას, ასეთ შემთხვევაში ორეზიდენტი ვალდებული იქნება დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს"- განაცხადა ზედელაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42