,,ღარიბაშვილი უბრალო მარიონეტია, მთავარი ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა“ - ბოკერია პრემიერის შესაძლო გადადგომაზე
პოლიტიკა - 15:22, 23 Dec, 2015     2014
„ნაციონალურ მოძრაობაში“ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებით არ შეიცვლება.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, საჭიროა ხელისუფლებას ჩამოშორდეს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის და ქართველმა ხალხმა მთავრობა არჩევნების გზით აირჩიოს.

„ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის გამოცვლა. ეს დაადასტურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმაც. ლოგიკურია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე, როდესაც ლარი გაუფასურდა, გაიზარდა კრიმინალი, როდესაც მთავრობას მომავლის არანაირი ხედვა არ აქვს, რომ პრემიერი და მისი კაბინეტი გადადგეს. თუმცა, ამავე დროს ყველამ ვიცით, რომ ღარიბაშვილი უბრალოდ მარიონეტია, ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ის არის ერთპიროვნული მმართველი. მან შექმნა ის პოლიტიკა, რომელმაც ამ რთულ ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა. ამიტომ ღარიბაშვილის გადაყენება ჩვენს ქვეყანას ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს. ერთადერთი პირობა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან გამოვყვანოთ, არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ამის დემოკრატიული პროცედურაა არჩევნები. ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ამ გადაწყვეტილებას არა ოლიგარქი, არამედ ქართველი ხალხი უნდა იღებდეს. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელსაც აქვს კომპეტენცია. ივანიშვილმა, რომელმაც 2012 წელს მიიღო მანდატი, გადააგდო ქართველი ამომრჩეველი, ამიტომ ეს მანდატი დაკარგა“, - განაცხადა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42