ექსპერტი აცხადებს, რომ"ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ახალი სახე წარმოაჩინოს.
"ქართული ოცნების" რეიტინგი დაეცა. "ქართულმა ოცნებამ" რაღაც უნდა გააკეთოს ახალი სახე უნდა აჩვენოს. ახლებურად უნდა წარდგეს ამომრჩევლის წინაშე. ყველაზე ბუნებრივი ნაბიჯი არის პრემიერ-მინისტრის გამოცვლა. კონსტიტუციურად ის არის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში. ყველას ესმის, რომ სინამდვილეში ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მთავრობას ახალი მეთაური ეყოლება. ამით "ქართულ ოცნებას" იმედი აქვს რომ უკმაყოფილების ნაწილი გაყვება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც წყალს" - აცხადებს ნოდია.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერი გადადგომას აპირებს და მის ადგილს საგარეო საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






