"ნაციონალური მოძრაობა" 4 თვის კრიმინალური ფაქტების ქრონოლოგიას აქვეყნებს
პოლიტიკა - 13:40, 23 Dec, 2015     1676

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სექტემბრიდან დეკემბერის ჩათვლით მომხდარი კრიმინალური ფაქტების ქრონოლოგიას აქვეყნებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, შსს-ს სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში კრიმინალური ფაქტების რიცხვი მომატებულია.

"23/09 - ბინის ყაჩაღობა თბილისში. 24/09 - ბინის ყაჩაღობა დიღომში თბილისში. 25/09 - ორი მამაკაცის მკვლელობა თბილისში. 26/09 - სროლები თბილისში. 27/09 - სროლები თბილისში და კიდურებში დაჭრილი მამაკაცი. 28/09 - სროლები თბილისში აბაშიძის ქუჩაზე და ორი დაჭრილი მამაკაცი. 28/09 - სროლები თბილისში ყაზბეგზე, რასაც მამაკაცის (კიდურზე) დაჭრა მოჰყვა. 29/09- ქუჩური გარჩევა და ორი დაჭრილი მამაკაცი ავჭალაში, თბილისში. 5/10-ქუთაისში ყაჩაღობა ხარატიშვილების ოჯახზე. წამება, შეურაცხყოფა, გვემა. 6/10 - წალენჯიხაში, ლიაში, შონიების ოჯახზე ყაჩაღობა წამებით. ამავე პერიოდში ხდება საქართელოს მასშტაბით სხვადასხვა შემთხვევები, რომელსაც იარაღის გამოყენებით ადამიანების დაჭრა მოჰყვა. ასევე, ავტომობილების გატაცების ფაქტი. 11/10 - ჩხოროწყუ, კირცხში, იზორიების ოჯახის ყაჩაღობა. სავარაუდოდ დაზარალებულები ლევან იზორიას ნათესავები არიან. 12/10 - ხობი, გაზგასამრთზე ყაჩაღური თავდასხმა, რასაც ორი ოპერატორის მძიმედ დაჭრა მოჰყვა. 15/10 -ოზურგეთში 85 წლის მოხუცს სახლში თავს დაესხნენ. 23/10 - თბილისში, საქართველოს ბანკის ინკასაციიდან 140 000 დოლარი გაიტაცეს. 24/10 -თავისუფლების მოედანზე მდებარე საქართველოს ბანკის სათავო ოფისიდან 10 000 000 ლარი გაიტაცეს. თუმცა არის ინფორმაცია, რომ გატაცებული იყო 17 000 000 ლარამდე. ძირითადი გამტაცებელი 3 500 000 დოლარით მშვიდად გადავიდა რუსეთში, ყაზბეგის გავლით. 2/11- წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ოთხი შეიარაღებული ყაჩაღი თავს დაესხა ბანკის ინკაცასიას და წაიღო 150 000 დოლარი. 2/11- ტყიბულის ტყეში 41 წლის ქალბატონს ყელი გამოჭრეს. 5/11- 30 წლის მამაკაცი მოკლეს თბილისში. 5/11-თბილისში ბიზნესმენს მანქანა დაუწვეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს გახშირებულია ძალადობა თავად პოლიციელთა მხრიდან. 13/11 -ჭავჭავაძის გამზირზე "პროკრედიტ ბანკი" დააყაჩაღეს. 14/11-23 წლის ყმაწვილი დაცხრილეს ლოტკინზე საკუთარ სახლთან. 15-16/11-სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მასიური ქურდობა კახეთში. 18/11- "პროკრედიტ ბანკის" ყაჩაღობა თბილისში "მშვიდ ვითარებაში". 19/11- 30 წლის მამაკაცს, თბილისის ზღვაზე ყელი გამოჭრეს. 19/11- კახეთში მამაკაცის მკვლელობა მოხდა, იყო მკვლელობის მცდელობა. "ლეკიანობა" ოკუპანტებისაგან: 23/11- აძვიდან 2 მოქალაქეა გატაცებული. 25/11- ზუგდში მოხუცი ქალბატონის სახლში ყაჩაღობა წამებით. 25/11 - თბილისში 15 წლის სკოლის მოსწავლე დააყაჩაღეს და მძიმედ დაჭრეს. პარალელურად ხდება მასიური ქორდობები და ავტომობილების გაქურდვა. 27/11 - სკოლის მასწავლებელი სცემეს, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. პარალელურად რამდენიმე ყაჩაღობის ფაქტია ქობულეთში. 30/11- დიღომში, პოლიციის მოპირდაპირე მხარეს "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს. 29/11- ჩოხატაურში საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი დააყაჩაღეს. 25/11- ვაზისუბანში იეღოველების ოფისი დაცხრილეს, რომელიც პოლიციის შენობიდან 300 მეტრში მდებარეობს. 29/XI – იეღოველების ოფისის განმეორებით დაცხრილვა პოლიციასთან. 30/11- ვარკეთილში "ნიკორა" დააყაჩაღეს. დაცვას ცეცხლსასროლი იარაღით 7 ჭრილობა მიაყენეს. 1/12 - მარტვილში, ნახუმავოში, ერთი მამაკაცი მოკლეს მეორე მძიმედ დაჭრეს. 5/12 - თბილისში, ავტომობილზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. 8/12 - ჯუმამეჩეთის ქურდობა ძველ თბილისში. 8/12 - 57 წლის ქალბატონის მკვლელობა კახეთში. 10/12 -25 წლის მამაკაცის მკვლელობა კახეთში. 14/12 - 21 წლის ყმაწვილის მკვლელობა კახეთში. 14/12 - 50 წლის მამაკაცი ცემით მოკლულეს ქობულეთში. 13-14/12 - სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მასიური ქურდობა კახეთში. 14/12 - თბილისში ბერი გაბრიელის ქუჩაზე ექიმი მოკლეს. 16/12 - თბილისში, საბურთალოზე, ორი მამაკაცი დაცხრილეს. 16/12 - მარტვილში, აბედათში, კინტირაიების ოჯახი დააყაჩაღეს. 16/12 - ბახტრიონზე "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს. 16/12 - ქუთაისში პსპ-საფთიაქის ყაჩაღობას სროლა მოჰყვა. ჯამში თავდასხმა 17 აფთიაქზე მოხდა. პარალელურად კახეთში ეკლესიების მასიური ქურდობები ხდება. კონკრეტულად - ლაგოდეხში, გურჯაანში. 18/12 - გუჯაანში სამების საკათედრო ტაძარი გაქურდეს. 20/12 - ზუგდიდში, ნარაზენთან ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს და მოკლეს", -ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42