მურუსიძეს პირადად ღარიბაშვილი მფარველობს - ზაზა ხატიაშვილი
პოლიტიკა - 13:41, 23 Dec, 2015     1855

მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ უარყო გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ის საკუთარ კანდიდატურას ხსნის და მოსამართლეების არჩევის პროცესს ეთიშება, "ნიუპოსტთან" განცხადება გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის შესაძლო არჩევას აპროტესტებს და მურუსიძის საქმიანობიდან იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა საქმეს იხილავდა.
ამასთან, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ მურუსიძეს პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვა მფარველობს.
"ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, როცა მურუსიძემ პრესკონფერენცია ჩაატარა და მას იუსტიციის საბჭოს წევრებმა გვერდი დაუმშვენეს. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანას, სადაც ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ მოსამართლეთა არჩევის პროცესს და ამავდროულად ერთ-ერთი კანდიდატის გამოსვლისას მის გვერდით დგანან და წინასწარ აფიქსირებენ საკუთარ აზრს. ჩემი ინფორმაციით, მურუსიძეს ღარიბაშვილის გარემოცვა და პირადად პრემიერი მფარველობს "- აღნიშნა ხატიაშვილმა.
როგორც ხატიაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნა, როდესაც ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, იუსტიციის საბჭოში ეკატერინე გასიტაშვილის კანდიდატურა იქნა წარდგენილი, მურუსიძეს კი თავისი კანდიდატი თევზაძე ჰყავდა.
"მურუსიძის კანდიდატმა მოიგო აბსოლუტური უმრავლესობით, მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი წინა დღეს მურუსიძეს შეხვდა და მთელს სასამართლო კორპუსს აჩვენა, რომ ის მურუსიძის გვერდით იყო"- დასძინა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42