საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დღის ფულია დარჩენილი - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 12:37, 23 Dec, 2015     1450

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი დღის ფულია დარჩენილი.

ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც ექსპერტები იმთავითვე ვარაუდობდნენ, „უძირო ქვევრი“ აღმოჩნდა. სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვის სექტორის დაფინანსება მნიოშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ გაზრდილი ბიუჯეტი იმდენად არაეფექტურად იხარჯება, იგი არსებითად ვერ ცვლის ქვეყანაში არსებულ სურათს ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით.

2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 470 მლნ ლარით განისაზღვრა და მას რამდენჯერმე დაემატა თანხა, სულ ბოლოს გუშინწინ და ბიუჯეტმა 571 მლნ ლარი შეადგინა. სამწუხაროდ, პროგრამას დღეს უკვე მხოლოდ ერთი დღის ფული (დაახლოებით 2 მლნ ლარი) აქვს დარჩენილი და თუ კიდევ არ დაემატა თანხა, საავადფმყოფოთა ნაწილს მედპერსონალისათვის ხელფასების გაცემის პრობლემა დაუდგება.

არადა 571 მლნ რომ მიზნობრივად და თანაც ჯანმრთელობის დაზღვევის მექანიზმით იხარჯებოდეს, თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს: სოცვიალურად დაუცველებს, ქრონიკული დაავადებების მქონეთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, პენსიონერებს სახელმწიფო წამლის კომპონენტით დახმარებოდა. ყველამ ვიცით, რომ ნედიკამენტებზე გაზრდილი ფასები დღეს ყველაზე მეტად ამ მოწყვლადი ჯგუფების ჯიბეს ურტყამს.

სამწუხაროდ, დავით სერგეენკომ ეფექტურობას და გაჭირვებულების მიზნობრივად დახმარებას “საყოველთაობაზე” დაფუძნებული პოპულიზმი არჩია, რითაც არა მხოლოდ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურობას მიაყენა ზიანი, არამედ დიდი უარყოფითი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური მდგფომარეობის გაუარესებაში. დღეს სახელმწიფო შეძლებულებს ღარიბების ხარჯზე მკურნალობს.

2016 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 570 მლნ ლარია. დღეს უკვე ნათელია, რომ ეს უკვე დეფიციტური ბიუჯეტია. და არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ხარჯვა არაფექტური, უყაირათო და უკონტროლოა. საქმე ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წელს საავადმყოფოების მიმართ ათობით მილიონობით ლარის დავალიანება გადაჰყვება და 2016 წლისთვის დაგეგმილი 570 მლნ ლარიც არა გაისად გაწეულ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას, არამედ 2015 წლის დავალიანებების გასტუმრებას მოხმარდება“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42