"ტენდერებში ხელისუფებასთან დაახლოებული პირების კომპანიები იმარჯვებენ" - ენმ ახალ ინფორმაციას ასაჯაროებს
პოლიტიკა - 12:01, 23 Dec, 2015     1098

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ხელისუფლება ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს ნეპოტიზმის ნიშნით არჩევს.

ლევან თარხნიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, სადაც დეპუტატის ინფორმაციით, ტენდერში უმრავლესობის დეპუტატის სერგო ხაბულიანის და მასთან დაახლოებული პირის კომპანიებმა გაიმარჯვეს.

„2014 წლის 16 დეკემბერს საგზაო დეპარტმენტმა გააფორმა ხელშეკრულება (N140029675) შ.პ.ს ,,ცეკურთან“-თან (ს/კ 209442174) თანხაზე 5 263 000 ლარი (ხუთი მილიონ ორას სამოცდა სამი ათასი ლარი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში ალპანა-ცაგერის მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოები. სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადა ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა - 2015 წლის ნოემბერი. კონტრაქტის ვადა გასულია, მაგრამ სამუშაო არ არის დასრულებული, მიუხედავად იმის, რომ თანხა მთლიანადაა გადახდილი.

აღსანიშნავია რამოდენიმე ასპექტი 1. შპს „ცეკურის“ დამფუძნებელი და წლების განმავლობაში დირექტრი იყო უმრავლესობის დეპუტატი სერგო ხაბულიანი. დღეისათვის დირექტორი მისი შვილი ბექა ხუბულიანია.

მეორე, ტენდერში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კომპანია, რაც კონკურენტებზე ზეწოლის სერიოზულ ეჭვს ბადეს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც დეპუტატის კომპანია უკონკურენტო გარემოში იღებს მილიონიან კონტრაქტებს.

მესამე, 2014 წლის ოქტომბერში ფინანსურმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე (#092271014008) ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტზე. საქმე ეხებოდა 2013-2014 წლებში ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებულ კონტრაქტების ფარგლებში არ შესრულებული სამუშაობს, რომელთა უმეტესი ნაწილი სწორედ შპს „ცეკურ“-ზე მოდის.

მიუხედავად ჩაგდებული კონტრაქტებისა და აღძრული საქმეებისა სახელმწიფო მაინც განაგრძობს დეპუტატ ხაბულიანის კომპანიების დაკონტრატებას.

2015 წლის 19 ოქტომბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა ხელშეკრულება (N150028113) შ.პ.ს ,,კრისტალთან“-თან (ს/კ 200179270) გამარტივებული წესით თანხაზე 743 000 ლარი (შვიდარ ორმოცდა სამი ლარი). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში ნინოშვილისა და ასათიანის ქუჩების სარებილიტაციო სამუშაოები. შპს „კრისტალი“ ასევე სერგო ხაბულიანთან დაახლოებულ პიროვნებებს ეკუთვნის.

როგორც ჩანს ეს არის საფასური, რომელიც დეპუტატმა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნების ფრაქციაში მოახდინა პორტირებისთვის და ბიძინა ივანიშვილის ერთგულებისთვის მიიღო.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმას თუ როგორ უქმნის ბიძინა ივანიშვილის მთავრობა სასათბურე პირობებს თავის ნათესავებსა და ახლობლებს, მაშინ როდესაც მათი პოლიტიკის შედეგად გაჩერდა საქართველოს ეკონომიკა, გაირღვა სახელმწიფო ბიუჯეტი, გაუფასურდა ლარი, შემცირდა სამუშაო ადგილები და ამ ყოველივემ გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი გაღარიბება.

სახეზეა სისტემური კორუფცია და სწორედ მის გამოძიებისთვის ითხოვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანტი კორუფციული საპარლამენტო საგამომძიებო კომისიის შექმნას“, - აღნიშნა თარხნიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42