იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. როგორც "ნიუპოსტს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განუცხადეს, განცხადებას 12:00 საათზე ლევან მურუსიძე გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, მურუსიძე აპირებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.
მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში დანიშვნა სურდა, რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით, რომ მურუსიძის უვადოდ დანიშვნას სააპელაციო სასამართლოში ხელი არ მოაწერონ.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი მასშტაბური კონკურსი. კონკურსი გამოცხადებულია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არსებულ, მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზე. მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის თანახმად, კონკურსის პირველ ეტაპზე ხდება კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს გასაუბრებას.
მასალის გამოყენების პირობები






