"პრეზიდენტის სამწუხარო შეცდომა ხართ ბატონო ალეკო! თქვენ პასუხს აგებთ!"- კობახიძე
პოლიტიკა - 10:20, 23 Dec, 2015     2002
პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და წინა ხელისუფლების დავალებების შემსრულებლად აცხადებს. ამასთან დაკავშირებით მანანა კობხიძემ ფეისბუკზე წერს:

“ჩემი პასუხი ელისაშვილს: თქვენ ხართ ჩვეულებრივი ცრუპენტელა! თითქოს, მე და ეკა ბესელია სხვა პატიმრების ბედით არ ვინტერესდებოდით. მხოლოდ მე, 100 ზე მეტი მომართვა მაქვს სხვადასხვა მსჯავრდებულის საქმეზე გამოგზავნილი და ადამიანის უფლებათა კომიტეტს ალბათ ასეულობით, ბოჭორიშვილის საქმეზე ერთხელ პრეზიდენტს მივმართე, რაზეც პასუხი დღემდე არ მაქვს და ერთხელ რეკომენდაცია გავეცით ადვოკატის მომართვის საფუძველზე, თუ ”გაწუხებდით” თუ ”ვაქტიურობდი”, ესეც პატიმრების აქტიური მომართვების და არაერთგზისი საჩივრების გამო, როგორ ფიქრობთ, მე როგორი დეპუტატი ან ადამიანი ვიქნებოდი ისინი რომ თაროზე შემომეწყო?! თქვენ რატომ დაყვებოდით თქვენს ამომრჩევლებს პროკურატურაში?! რატომ გხვდებოდნენ მინისტრები, მოადგილეები, სხვა დეპუტატები?! ზეგავლენით ვაჭრობდნენ ან თქვენ იღებდით სარგებელს?!, რამ შეგაშინათ? ჩემმა თხოვნამ რომ საქმე შეგესწავლათ?! და თქვენ იყავით მთავარი ”შემწყალებელი”?! თქვენ პრეზიდენტის სამწუხარო შეცდომა ხართ ბატონო ალეკო! ჩვეულებრივი ცრუპენტელა პოპულისტი! თქვენ გუშინ იცრუეთ, მსგავსი ტონალობის თუ შინაარსის გზავნილი მე არასოდეს არც თქვენთვის და არც ვინმე სხვისთვის გამიგზავნია, თქვენ პასუხს აგებთ ამ ტყუილისთვის! იქნებ სხვამ მოგწერათ ჩემი სახელის ხსენებით ან გამოყენებით?! გახსენება მოგიწევთ ამის! თქვენ ან დაეხმარებით გამოძიებას და ბოლომდე იტყვით სიმართლეს, ან პასუხს აგებთ, ნუ ეფარებით ჟურნალისტის პროფესიას უსინდისოდ და დაასახელეთ ადამიანი, ვინც თურმე დღესაც თანამდებობის პირია და დანაშაულს ფარავს, თურმე იცის, რომ დეპუტატები კორუფციაში ვიხრჩობით და ამის მხილებას თქვენ განდობთ, ნუ აფარებთ ხელს! მე გეტყვით, რომ თუ ასეთი ”ძვირფასი” მოწმე, მართლაც არსებობს, ის ჩვეულებრივი ჭორების გამავრცელებელია, ბინძური ჭორების, ყოფილი ხელისუფლების და მათი ნარჩენების დავალებების პირდაპირი შემსრულებელი ან თავად ნარჩენი, რაც არაერთი გვყავს, განსაკუთრებით ძალოვნებში, ჩვენდა საუბედუროდ! ხოდა, ისე გაქციეს ”პარტიული დავალების” შემსრულებლად, ვერც კი ხვდებით, ამის მტკიცებულებაც მაქვს! ჯერ პროკურატურას დაველოდები!”- წერს მანანა კობახიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42