ქარელის ყოფილმა გამგებელმა მოქმედს ყური მოაჭამა
პოლიტიკა - 22:53, 22 Dec, 2015     1695
ქარელის ყოფილმა გამგებელმა მოქმედს ყური მოაჭამა - ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, ემიკო ფეიქრიშვილი, ადასტურებს, რომ ამჟამინდელი გამგებლის, ზაზა გულიაშვილის თანაშემწე, ილია ქელეხსაშვილთან, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა.

ის ამბობს, რომ პირველმა ქელეხსაშვილმა დაარტყა და მან ყურზე მხოლოდ თავდაცვის მიზნით უკბინა.

ყურის მოჭმის ფაქტს ადასტურებს გამგებლის თანაშემწე, ილია ქელეხსაშვილი.

მან ტელეკამერასთან გამოჩენა არ ისურვა. თუმცა, სატელეფონო საუბრის დროს მომხდარი ინციდენტის დეტალები გაიხსენა.

ყოფილი გამგებელი, რომელსაც ქარელის ახალი ხელმძღვანელობა ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს, ამ ეტაპზე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის, თანაშემწედ მუშაობს. გამგებლის პირველი მოადგილე არ გამორიცხავს, რომ ამ ინციდენტის გამო ურთიერთობა რაიონის ხელმძღვანელობასა და მაჟორიტარ დეპუტატს შორისაც დაიძაბოს.

გართულება გუნდის შიგნით შეიძლება მოჰყვეს იმ განცხადებებსაც, რომელსაც ემიკო ფეიქრიშვილი უკვე საჯაროდ აკეთებს.

მან დღეს ტელეკამერასთან ის მაღალჩინოსნები დაასახელა, რომლებიც მოქმედ გამგებელს მფარველობენ. მათ შორის ფეიქრიშვილი ამჟამად სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს ასახელებს, რომელიც მაშინ ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ყოფილი გამგებელი ამბობს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში არსებულ კანონდარღვევებზე ინფორმაცია მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც, მიაწოდა.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ქარელის პოლიციამ უკვე დაიწყო. ყოფილი გამგებელი არ გამორიცხავს, რომ ის დააპატიმრონ.

წყარო: რუსთავი 2






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42