"ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს არ აინტერესებდათ სხვა მსჯავრდებულები. მირეკავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ. იყო ინფორმაცია, რომ ამ არაჯანსაღი და დაჟინებული ინტერესების მიმართ სხვა ანგარება და დაინტერესებაც იყო," - ამბობს ელისაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ საიდან იცის ბესელია-კობახიძის ამ საქმეში ფულადი დაინტერესების შესახებ, ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას წყარომ მიაწოდა და მისი ვინაობის დასახელებას არ აპირებს.
ამასთან ალეკო ელისაშვილმა კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.
"მოვითხოვ, ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრობა შეუჩერდეს. ასევე შეუჩერდეს უფლებამოსილება მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს. ასევე მოვითხოვ, ვიცე-სპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს მანანა კობახიძეს," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






