"თბილისი აფხაზების ხაფანგში გაბმას უვიზო მიმოსვლაზე ცრუ დაპირებებით ცდილობს" - დე ფაქტო საგარეო უწყება
პოლიტიკა - 17:57, 22 Dec, 2015     3014
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას განცხადებით, საქართველოს განცხადება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემის გამარტივების შესახებ, მორიგი მცდელობაა, მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე ცრუ დაპირებებით მოხიბლონ.
"ქართული მხარე ადრეც ცდილობდა აფხაზების ხაფანგში გაბმას ე.წ. ნეიტრალური პასპორტების აღების მოწოდებით, რომელიც ფაქტობრივად ქართული იყო და ქართული სტრუქტურების მიერ გაიცემოდა. ეს პროექტი მთლიანად ჩავარდა. სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს მოსახლეობას მის მიმართ ინტერესი არ გამოუჩენია. ამასთან, ე.წ. ნეიტრალური პასპორტები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ ცნო. ჩვენს მოქალაქეს ეს ნეიტრალური პასპროტი რომც მიეღო, ხუთი-ექვსი ქვეყნის გარდა მას ვერსად გამოიყენებდა"- განაცხადა ტანიამ.მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს აფხაზეთის მოქალაქეთა საერთაშორისო კონტაქტები და სწორედ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებით არ აძლევენ ვიზებს რუსული საზღვარგარეთის პასპორტების მფლობელ აფხაზებს."დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის მოქალაქეები ამ სატყუარაზე არ წამოეგებიან" - დასძინა ე.წ. საგარეო მინისტრის მოადგილემ.შეგახსენებთ, ოფიცილაური თბილისი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს ბიომეტრიული პასპორტების აღებას სთავაზობს, რათა მათ ევროპაში უვიზო მიმოსვლა შეძლონ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42