თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, როდესაც ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველამ უნდა გაიხსენოს ირინა ენუქიძე.
ამის შესახებ ხიდაშელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება მის პირად მოსაზრებას საკითხთან დაკავშრებით, ხიდაშელი ამბობს, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, აღნიშნულზე კომენტარს არ გააკეთებს.
„ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, იქნება ბევრი სპეკულაციის საგანი, რომ ვერევი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. ერთადერთ რამეს ვიტყვი, დღევანდელი დღე და ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - განაცხადა ხიდაშელმა.
25 დეკემბერს გაირკვევა დაუჭერს თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ლევან მურუსიძის კანდიდატურას.
მასალის გამოყენების პირობები






