ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მე როგორც მაგდას და ვდებ ამ სიტყვებს რომ განადგურებული ვარ და ვართ ჩვენი ოჯახი და გვარი ამ ტრაგედიით. ყველას ვინც ჩემი დის ბავშვობაზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს (მივმართავ ბაღელებს და კლასელებს ) მე და ჩემი და გაზრდილები ვართ იდეალურ ოჯახში,მამა დაგვეღუპა ტრაგიკულად და რასაც მამაზე ავრცელებთ ყველას გთხოვთ თავი შეიკავოთ ტყუილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, მამა ამირამ (გალა)პაპიძე იყო თავ გადაკლული მამა, დედა კი ლია შამუგია არის იდეალუი დედა. მე,როგორც მაგდას უფროსი და ვარ განადგურებული ხალხო და ჩემი და იყო იდეალური დედა და ცოლი.ვინც იცნობს ჩემს ოჯახს ყველამ იცოდა მაგდა როგორი კარგი დედა და მეუღლე იყო. ჩემი დის შვილი, ჩემი თოკო ...ჩემი სიძე ომარი გონებიდან არ გამომდის მათი თბილი დამოკიდებულება ბოლოს ერთად რომ ვნახე სამივე ....მე და ჩემი გვარი...ოჯახი ....ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები. გთხოვთ აქ ნუ დაწერთ კომენტარებს“, - წერს ლანა პაპიძე.
შეგახსენებთ, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან იპოვეს. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია. დაკავებულია მომხდარში ბრალდებული 25 წლის წლის აგდა პაპავა, რომელსაც ბრალად მეუღლის და შვილის მკვლელობა ედება.
მასალის გამოყენების პირობები






