საქართველოს პრეზიდენტმა ირინე ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა
პოლიტიკა - 15:35, 22 Dec, 2015     1415

საქართველოს პრეზიდენტმა „2015 წელი - ქალთა წელი“ შეაჯამა და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ირინე ენუქიძე, გარდაცვალების შემდეგ, თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

„თქვენთვის ცნობილია, რომ 2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის შეჯამებისას და დასრულებისას მე გადავწყვიტე, რომ რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ.

ქალბატონი ირინა გახდა იმ ბრძოლის სიმბოლო, რომელსაც ჰუმანურობისთვის, ადამიანის უფლებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა.

ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, რომელიც ქალბატონმა ირინამ თვითონ განსაზღვრა თავის სიტყვებით. მას მოუკლეს შვილი და ის იბრძოდა იმისთვის, რომ სხვების შვილები გადარჩენილიყვნენ, რომ ჩვენი შვილები გადარჩენილიყვნენ. მან ამ ბრძოლას თავისი სიცოცხლე შეწირა და ბოლომდე მიიყვანა.

მე მინდა პირველ რიგში თქვენ გითხრათ მადლობა, იმ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, სანდროს მეგობრებს, ოჯახს, რომლებიც ძალიან რთულ ვითარებაში დაუპირისპირდნენ სისტემას და მორალური ძალით სისტემა გადატეხვამდე მიგვიყვანეს.

მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ ბრძოლის მთავარ სულისჩამდგმელს, ქალს, რომელმაც ამ ღირებულებებით გააერთიანა საზოგადოება.

მე ვაჯილდოვებ მას გარდაცვალების შემდეგ, ერთერთი ყველაზე საპატიო ჯილდოთი, ჯილდოთი რომელიც ქალბატონებისათვის არის განსაზღვრული - თამარ მეფის ორდენით, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და თამარ მეფის ორდენი ირინა ენუქიძის მეუღლეს, სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს გადასცა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42