დავით საგანელიძემ გერმანიის განვითარების ბანკში შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 14:32, 22 Dec, 2015     743

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ქალაქ ფრანკფურტში დავით საგანელიძემ შეხვდრები გამართა გერმანიის აღმშენებლობის საკრედიტო ინსტიტუტთან - KFW-სთან და ფრანკფურტის საფინანსო აკადემიის წარმომადგენლებთან. ოფიციალურ შეხვედრებს ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრებში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის მრჩეველათა საბჭოს წევრებმა: თამარ ბერუჩაშვილმა, მერაბ კაკულიამ და მირიან გოგიაშვილმა მიიღეს.

ქართული დელეგაციის შეხვედრა KFW დირექტორთან როლანდ სილლერთან და ბანკის მენეჯმენტთან შედგა. დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა KFW-ს საპარტნიორო ფონდის ბაზაზე საქართველოს განვითარების კორპორაციის ჩამოყალიბების პროცესში ტექნიკური დახმარებისათვის. ქართულმა მხარემ წარმოადგინა თავისი ხედვა განვითარების ახალი ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპების, სტრატეგიული მიზნების, მმართველობითი სტრუქტურისა და ფინანსირების ინსტრუმენტების შესახებ. გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს განვითარების კორპორაციისთვის შემდგომი ტექნიკური და შესაძლო ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე.

დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრები გერმანიაში დაწვრილებით გაეცნენ მსოფლიოს უმსხვილესი განვითარების ბანკის - KFW-ს საკანონდებლო ბაზას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; კერძოდ, დაკრედიტების მოდელს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებებს. განხილეს ასევე, KFW-ს მიერ კაპიტალში მონაწილეობის სქემა და ინოვაციური პროექტებისა და სტარტაპების დაფინანსების გამოცდილება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო KFW-ს საქმიანობას ეკონომიკური კვლევებისა და მათ საფუძველზე სამოქმედო სტრატეგიის შემუშავების სფეროში. განიხილეს რისკებისა და აქტივების მართვის საკითხებიც.

ვიზიტის ფარგლებშიი შეხვედრა შედგა ფრანკფურტის საფინანსო აკადემიის წარმომადგენლებთან. KFW-ს თხოვნით აკადემია უშუალოდ არის ჩართული საქართველოს განვითარების კორპორაციის კანონპროექტის შემუშავებაში. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეათანხმეს კანონპროექტის ძირითად დებულებები. უახლოეს მომავალში დოკუმენტი განსახილველად წარედგინება მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42