თბილისში მეექვსე ეკონომიკური ფორუმი - „თავისუფალი ტრიბუნა“ გაიმართა
პოლიტიკა - 12:40, 22 Dec, 2015     1152

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ „თბილისის მეექვსე ეკონომიკური ფორუმი - თავისუფალი ტრიბუნა“ გაიმართა. ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციას - „საქართველოს ევროპული არჩევანის გამოწვევები“ - თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

კონფერენციაზე მიწვეულმა ექსპერტებმა, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 2014 წლის პირველი დეკემბრიდან, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან - დღემდე, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილის, განსაკუთრებით კი - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და წინააღმდეგობებზე, რომელთაც თავი აღნიშნული ერთი წლის განმავლობაში იჩინეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რაც სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური განვითარება რამდენიმე საინტერესო პრინციპს ეყრდნობა და ემყარება ჩვენთან, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ უფრო მეტად ვიყოთ ეკონომიკურად განვითარებულნი. უმთავრესი ჩვენთვის ის არის, რომ ინვესტიციებზე დამოკიდებული ეკონომიკის პირობებში, უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, მეორეს მხრივ კი, შევინარჩუნოთ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია. ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბაზარზე ბარიერები და შეზღუდვა ნაკლებია, შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის პირობებში, როცა ბიზნესს არავინ უშლის ხელს და პირიქით, მთელი სახელისუფლებო აპარატი მიმართულია ბიზნესის ხელშეწყობისკენ, მათ მეტი განვითარების შესაძლებლობები აქვთ. ახლა უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმის დროა, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას, კიდევ უფრო მეტი ტურისტის შემოყვანას და ისეთი სექტორების განვითარების ხელშეწყობას, რაც მომავალშიც ჩვენი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალა გახდება“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კონფერენცის მონაწილეებმა, ღია დისკუსიის ფარგლებში, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრა საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს პალატის, თავისუფალი ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42