მურუსიძის დანიშვნა გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის განაწილებას ნიშნავს- ბურჭულაძე
პოლიტიკა - 12:32, 22 Dec, 2015     1526
საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება ბურჭულაძემ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბურჭულაძის თქმით ხელისუფლებამ უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას მხარი არ უნდა დაუჭიროს:

"საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამართლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს - გირგვლიანის საქმის მოსამართლის ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან ერთად, გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემას, იმ აუცილებელი რეფორმიც ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი. მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ჯანდიერმაც, მისი თქმით გირგვლიანის საქმე საზოგადოების ღირსების საქმეა და მურუსიძის ადგილი სასამართლო სისტემაში არ უნდა იყოს:
"მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ გადალახავს წითელ ხაზს, რომლის იქით მას პრეტენზია სამართლიანობაზე ვეღარ ექნება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო არ არის, რომ მურუსიძის და სხვა მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი გვირგვლიანის საქმეზე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და მათ შორის ყველაზე მთავარს - ადამიანის სიცოცხლის უფლებას. მურუსიძის ადგილი არ უნდა იყოს სასამართლო სისტემაში. მეტიც დროა დაიწყოს სასამართლოს რეალური რეფორმა, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს ქვეყნის სასამართლო სისტემის რეპუტაცია და ქვეყნის მოსახლეობას გაუჩნდეს ნდობა მართლმასაჯულების მიმართ." - განაცხადა დავით ჯანდიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42