დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მოკლული 5 წლის ბიჭის ბაღის მასწავლებელი სოციალურ ქსელში აღსაზრდელს ემოციურ პოსტს უძღვნის.
„ჩემს პატარა წიწილებს ერთი პატარა ანგელოზი გამოაკლდა... რომ შემეძლოს ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი და გაჩუქებდი სიცოცხლეს.
დღეს ყველაფერი დუმდა, ყველაფერს ხალისი ქონდა დაკარგული... დღეს, მთელი დღე ჩემი თვალები შენ გეძებდა... ყველა შენზე ვსაუბრობდით , შენი მეგობრები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ, ვერ გაეგოთ რა მჭირდა...
ბოლოს გადავწყვიტე და შენ მეგობრებს უთხარი რომ შენ გადაწყვიტე წასულიყო ცაში, სადაც ცხოვრება ლამაზია, მშვენიერი და ყველა ანგელოზია... მაგრამ ჩვენთან ერთად იქნები ყოველთვის და ჩვენს გულებში, თან იციან რომ შენ ცაში ხარ და იქიდან გვიყურებ... მაგრამ ჩემს ჭკვიანებს კითხვები დაებადათ : - თოკო ივლის ბაღშიო?
-იქ ეყოლება მეგობრებიო?
- ჩვენ ხომ არ დავავიწყდებითო??
იცი შენზე ზრუნავენ და დარდობენ ჩემო თბილო... ძალიან დაგვწყვიტე გული...
ჩემი მხიარული, ჩემი ცელქი და სიცოცხლით სავსე თოკო,(ჩემთვს წოწო) როგორ გიხაროდა ცხოვრება, როგორი ხალისით ისწავლე ჩემო პატარა ლექსი დედაზე ... რა დაუშავე ჩემო პატარა შენს დედიკოს“, - წერს თეო მეშვილდიშვილი.
შეგახსენებთ, დიღმის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე 27 წლის მამაკაცი და მისი 5 წლის შვილი მოკლული იპოვეს. ცხედრები სადარბაზოს შესასვლელთან იპოვეს. მამაკაცის დაღუპვის მიზეზი თავში მძიმე საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო ბავშვი - გაგუდულია. დაკავებულია მომხდარში ბრალდებული 25 წლის წლის აგდა პაპავა, რომელსაც ბრალად მეუღლის და შვილის მკვლელობა ედება.

მასალის გამოყენების პირობები






