,,პრემიერის ანგარიში იყო სამარცხვინო და რეალობას აცდენილი“ - გიორგი გაბაშვილი
პოლიტიკა - 19:43, 21 Dec, 2015     1812
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გიორგი გაბაშვილის თქმით, პრემიერის დღევანდელი ანგარიში აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას.

"მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ საარჩევნო დაპირება შეასრულა და უკვე დარგო ნახევარი მილიონი ხე, თბილისში აღარ არის ორმოები, გვეგონა არაფერი გაგვიკვირდებოდა, მაგრამ დღევანდელი სურათი კიდევ უფრო აბსურდული იყო - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თვითკმაყოფილი მთავრობის მეთაური, დღეს მოსახლეობას უყვებოდა როგორი საამურია ცხოვრება და როგორი სწორი გზით მიდის ქვეყანა. მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ პიარკამპანიის დაგეგმა ჩვენს მოქალაქეებს ჯამში 600 000 ლარი დაუჯდა“- განაცხადა გაბაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სიმბოლურია, რომ პრემიერის ეს პრეზენტაცია NDI -ს კვლევებს დაემთხვა, სადაც გაბაშვილის განცხადებით ,,აბსოლუტურად პირიქითაა მდგომარეობა გადმოცემული და მოსახლეობის მხოლოდ 18% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. აბსოლუტური უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. საიდანაა ეს კარდინალურად განსხვავება იმ წარმოდგენებს შორის, რომელიც მთავრობას და ხალხს აქვს? მაგალითად, პრემიერი ღარიბაშვილი სერიოზულად ფიქრობს, რომ მათ გახნსეს 269 ახალი საწარმო, მან ქვეყანას შეატყობინა, რომ 80 ლარით გაზრდილა პენსიები, მაშინ როცა ვიცით, რომ მსყიდველობითუნარიანობა დაეცა“ - განაცხადა გაბაშვილმა.

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პრემიერის ანგარიშსს ცინიზმს და სამარცხვინოს უწოდებს.

,,ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ნელა იზრდება, შემცირდა იმპორტი, ექსპორტი და ქვეყანა უღრმეს კრიზისშია. მე არ ჩამოვუყვები იმ ტყუილებს, რომლებიც პრემიერმა დაახვავა, ავღნიშნავ რამდენიმეს - მან განაცხადა, რომ დაიწყო ანაკლიისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პრეოქტი.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა პარალელურ რეალობაში იმყოფება, არ აღიარებს კრიზის და მისი ტაქტიკაა, რომ ადამიანები დაარმწუნოს თითქოს ისინი კარგად ცხოვრობენ.

პრემიერის დღევანდელი პრეზენტაცია იყო ცინიზმით სავსე, აბსოლუტურად სამარცხვინო, მცდელობა, რომ თავდაყირად წარმოაჩინოს რეალობა." - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42