,,ცოტა უკეთ განმიმარტოთ იქნებ...“ - ბესელია-უსაფაშვილის დაპირსპირება ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საუბრისას
პოლიტიკა - 19:31, 21 Dec, 2015     6905

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იკამათეს.

სხდომაზე ლევან ბეჟაშვილზე თავდასხმის ფაქტს განიხილავდნენ, რაზეც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავი შემთხვევების დროს პარლამენტმა პრინციპული პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

„მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ ტიპის მოვლენებისსადმი შევძლოთ ვიყოთ პარლამენტი და არა ის ფრაქცია, ეს ფრაქცია და ვინ რას იმსახურებს ცხოვრებაში",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ უსუფაშვილს სთხოვა, რომ პრინციპულობა გამოიჩინოს პარლამენტმა მაშინაც, როდესაც დეპუტატების და კონკრეტულად მის წინააღმდეგ ოპონენტების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების ისმის.

"არ არის აუცილებელი ვიღაცას თავში მოხვდეს. შეიძლება სიტყვას გაცილებით მძიმე შედეგი მოჰყვეს. ამიტომ მე მგონია, რომ ჩვენ ასეთივე თანმიმდევრული და კრიტიკული პოზიცია უნდა გვქონდეს, როდესაც ნებისმიერი ჯგუფის და ოპონენტის მხრიდან პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ხდება ისეთი დაუშვებელი და ამაზრზენი შეტევა, რისი მოწმეებიც ბოლო პერიოდში ვართ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ, რის შემდეგაც მან ბიუროს სხდომის დატოვება გადაწყვიტა.

„იქნებ ერთი წუთი დაგველოდოთ, არ დაგვისრულებია მუშაობა. არასწორად გეგონათ არა მხოლოდ ეს და მათ შორის ის, თუ ვინ პრინციპულ პოზიციას აფიქსირებს და ვინ - არა. პრინციპული დამოკიდებულებაა ყველაფერთან დაკავშირებით აუცილებელი. თუ რომელიმე თქვენგანს გაქვთ რაიმე სათქმელი, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით უპრინციპო პოზიცია დავიკავე, ეს ცოტა უკეთ განმიმარტოთ იქნებ. თქვენ გვიწუნებთ არა უპრინციპობას, არამედ მეტი პრინციპულობისკენ მოგვიწოდებთ“, - მიმართა უსუფაშვილმა ბესელიას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42