ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე NDI-ის კვლევის ეკონომიკურ ნაწილს ეხმაურებდა ამბობს, რომ ქვეყანა წინა წლებთან შედარებით უფრო ღარიბია, რაც გამოკითხვამაც აჩვენა.
„ცალსახაა, რომ ჩვენ ეხლა უფრო ღარიბები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. ის, რაც ლარის დევალვაციამ შედეგად გამოიღო, შედეგი იყო უმუშევრობა მრავალი ადმიანის მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვა, საშუალო და წვრილი ბიზნესის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნა, მილიარდიანი ექსპორტის კლება და ასე შემდეგ“ - აცხადებს რომან გოცირიძე.
NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აწუხებს. კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, 57% სამუშაო ადგილებს ასახელებს, 29% - სიღარიბეს, ასევე 29% ტერიტორიულ მთლიანობას, 28 % - პენსიებს, 26% - ფასების ზრდას და ინფლაციას.
მასალის გამოყენების პირობები






