"ჩვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებში გამაერთიანებელი ფაქტორი ევროპულობაა" - მინისტრები პრემიერის ანგარიშს აფასებენ
პოლიტიკა - 17:36, 21 Dec, 2015     971

მთავრობს წევრები პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ანგარიშს აფასებენ. ყველა მინისტრი განსაკუთრებით გამოყოფს იმ პროექტს, რომელიც მისი უწყების განხორციელდა. მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი ერთხმად თანხმდება, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის დასკვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

„გამაერთიანებელი ფაქტორი, რომელიც თითოეული უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებში დავინახოთ, არის ევროპულობა, რომელიც გამოიხატება ნებისმიერი სამინისტროს მუშაობაში, რომელიც გამოიხატება ასოცირების შეთანხმებისა თუ თავისუფალი სავაჭრო სივრცის, თუ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ამ ძირითადი ინსტრუმენტების იმპლემენტაციის თვალსაზრისით მაღალ საშემსრულებლო ხარისხში“, - აღნიშნა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას.

„ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს ეკონომიკაში, ეს არის ის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ევროპასთან. ამან უნდა მოგვცეს შესაძლებლობა 500 მილიონიან ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საკუთარი უწყებაში განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასა ენერგეტიკის მინისტრმაც.

„ენერგეტიკის დარგში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგურები, თბოელელექტროსადგურები... ეს ყველაფერი კეთდება ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც შეიძლება სწრაფად საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა“, - განაცხადა კახი კალაძემ.

ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიში დღეს წარადგინა. მან მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შემცირდა უმუშევრობა. პრემიერმა პენსიის და მასწავლებლების ხელფასების ზრდაზეც ისაუბრა. ასევე მან სხვადასხვა სამინისტროების მუშაობაც შეაფასა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42