თვითშეფასებითი კითხვისას, ადამიანი უმეტესად ამბობს არა სიმართლეს, არამედ იმას, რაც მიაჩნია, რომ მისაღებია საზოგადოებაში
პოლიტიკა - 18:10, 21 Dec, 2015     1859
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ჟურნალისტებს წლის შემაჯამებელი კვლევის შედეგები გააცნო.

ბოლო კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, რესპონდენტების 35% პასუხობს, რომ არ იცის, 16% - ქართული ოცნება, 10% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, უარი პასუხზე - 15%, თავისუფალი დემოკრატები - 7%.

კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 64% პასუხობს, რომ სავარაუდოდ, მიიღებდა, 36% - სავარაუდოდ არ მიიღებდა.

მათი 18%, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ხმას ქართულ ოცნებას აძლევს, 12%- კი ენმ-ს, თავისუფალ დემოკრატებს - 7%, ლეიბორისტულ პარტიასა და ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას 4-4%, პატრიოტთა ალიანსს - 3%.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41 %- ზე ხმის მიცემისას გავლენას მოახდენს მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები.

მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აწუხებს, გამოკითხულთა უმეტესობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს.

რაც შეეხება საგარეო ვექტორს, 19% ფიქრობს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობას ყველაზე კარგად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაუმკლავდება.

19% კი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად რუსეთთან ურთიერთობას "ქართული ოცნება" შეძლებს.

ევრაზიულ კავშირს მხარს მცირე, მაგრამ სტაბილური - 24% უჭერს, ევროკავშირის მომხრეა - 58% .

NDI-ს კვლევის შედეგებს ტრადიციულად არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსთა მხრიდან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივან გიგა ბოკერიას შეფასებით, NDI -ს კვლევის მიხედვით მმართველი პარტიის რეიტინგი, მის კატასტროფულ ვითარებაზე მეტყველებს.

ენმ- ში მიიჩნევენ, რომ ხალხის უკმაყოფილება იზრდება, გამოსავალი კი ხელისუფლების ცვლილებაა.

"NDI-მ წლების განმავლობაში თავი შეირცხვინა" - ეს კი მმართველი გუნდის შეფასებებია, „ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს არ ენდობა.

„ნიუპოსტი“NDI -ს ბოლო კვლევის შედეგებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განწყობებზე და პრორუსული აქტივისგან მოსალოდნელ შედეგებზე თავადაცვის ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც თავის დროზე საერთაშორისო ამერიკულ კომპანიაში თავად იყო კველვების ანალიზით დაკავებული.

შაშკინი ამბობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური კვლევა არის ერთგვარი ანალიზის შესაძლებლობა, მისი არსი კი პოლიტიკურმა პარტიების მიერ იმ განწყობის გაანალიზებაა, რაც ქვეყანაში არსებობს.

თავადაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ „კვლევის შედეგები არ არის მხოლოდ ციფრები, ეს არის შესაძლებლობა დაგეგმო შენი პოლიტიკური აქტივობა“.

-NDI - ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, ყველა რესპონდენტის 35% პასუხობს, რომ არ იცის, 16% - ქართული ოცნება, 10% - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, უარი პასუხზე - 15%, თავისუფალი დემოკრატები - 7%... რისი მაჩვენებელია პოლიტიკური პარტიების მსგავსი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი?

- ხელისუფლების ეს შედეგი არის სრულიად ლოგიკური, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა ის დაპირებები, რომელიც 2012 წელს გასცა. ის რომ „ნაც.მოძრაობის“ რეიტინგი არის სტაბილური, მაგრამ არ იზრდება ესეც ლოგიკურია. იმ წნეხის პირობებში, როცა პარტია თავადცვით პირობებში იმყოფება არ სთავაზობს საზოგადოებას კონკრეტულ განვითარების პერსპექტივას. სწორედ ამიტომ, არ იზდება მისი პროცენტული მაჩვენებელი.

მოსახლეობაში არის მომავლის მოლოდინი, ამითი აიხსნება ის მაღალი მაჩვენებელი, რომლებიც ან არც ერთ პარტიას არ ემხრობა ან არის გაურკვეველ მდგომარეობაში. მოსახლეობისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რა გააკეთა ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ, არც ის თუ რას აკეთებს. ახლა მათთვის მნიშვნელოვანია მომავალი, რას სთავაზობ შენ მოსახლეობას და რამდენად შეგწევს მისი შესრულების ძალა.

- დღეს დადებული შედეგების მიხედვით, ევრაზიულ კავშირს მხარს - 24% უჭერს - ევროკავშირს კი - 58%, რამდენად საგულისხმოა ამრჩეველთა ის ¼ , რომელსაც პრორუსული განწყობა აქვს?

- ეს მონაცემი არ იცვლება, ეს ხალხი არსებობს და ხდება დომინანტი და აგრესიული. შესაბამისად, საშიშროებაც რეალურია. პრორუსული ორიენტაციის მატარებელი მოსახლეობა ამ ეტაპზე მართლაც უმცირესობაშია, თუმცა თუ სასათბურე პირობები გაგრძელდა, რომელიც დღეს არის შექმნილი ძალიან მალე გამოჩნდება მეხუთე კალონა. ამის ფონზე კი, მმართველი ძალა არ აკეთებს არაფერს სახელმწიფო იდეოლოგიის კუთხით. ხელისუფლება საგარეო ორიენტაციაზე მკვეთრ განცხადებებს არ აკეთებს, ხშირად მისი შეფასებები ორმაგი სტანდარტის მატარებელია.

საშიშროება არის ძალიან დიდი - პრორუსული ძალები სასათბურე ბირობებში არ უნდა იყვნენ, რადგან ისინი არიან საბაზისო ქვეყანაში მეხუთე კოლონის შემოყვანის საქმეში.

_NDI-ის კვლევაში არსებული კითხვების ფორმულირებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს მოსახლეობის დიდ ნაწილს, როგორია თქვენი შეფასება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 11 წლის განამავლობაში კვლევების ანალიზსს აკეთებდით?

- დიახ, ვნებათაღელვა გამოიწვია შეკითხვამ, თუ რატომ აძლევს ამომრჩველი ამა თუ იმ პოლიტიკოსს ხმას? ეს არის შეფასებითი შეკითხვა. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში დომინირებს ლაბილური, ემოციური ფსიქოლოგიური ტიპი, ანუ დიდია ელექტორატი, რომელიც ემოციის საფუძველზე იღებს ან ცვლის მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ ვეკითხებით მსგავს ელექტორატს ახსნას თავისი ემოცია, ის მას ვერ ახსნის. ისევე როგორც ვერ ახსნის რატომ გიყვარს შვილი, ნათესავი. ძალიან რთულია სიმპატია-ანტიპატიის ახსნა. როდესაც ადამიანს სთხოვ თავისი ემოციის თვითშეფასებას, ის ცდილობს გაგცეს ისეთი პასუხი, რაც საზოგადოებისთვის არის კარგი.

მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროგრამების მიხედვით არჩევანს მხოლოდ 1 % აკეთებს. დანარჩენი პირადი სიმპატიის მიხედვით, რომლის ახსნა თითქმის შეუძლებელია.

მსგავსი შეკითხვის დასმისას რესპოდენტს თვითშეფასების შეფასებას ვთხოვთ. შეგახსენებთ, რომ ასეთივე თვითშეფასება სთხოვეს პედაგოგებს და მიღებული შედეგის მიხედვით, ქართველი მასწავლებლების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ფინეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ პედაგოგების. ნებისმიერი მკვლევარი, ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ, რომ როდესაც თვითშფასებას ითხოვთ, მზად უნდა იყო, რომ მიიღებ აბსოლუტურად სუბიექტურ შედეგებს, ანუ რესპოდენტი გაგცემთ იმ პასუხს, რა პასუხიც მისაღებია საზოგადოებაში, რაც ლამაზად ჟღერს.

პირობითად, რომელ ლუდს სვამ ლოგიკურია, თუმცა კითხვა - რატომ სვამ ამ ლუდს ყოველთვის მიიღებს სუბიექტურ პასუხს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42