დღეს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2015 წლის ანგარიში წარადგინა
პოლიტიკა - 16:30, 21 Dec, 2015     1047
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2015 წლის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე საქმიანობის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის მიერ გაწეული კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის, სტრატეგიული მიზნების, მიღებული კანონების, აქტივობებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტის სტრატეგიული მიზნები წარმატებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის დახვეწაა. მისივე თქმით, მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მექანიზმების ფორმალიზება,კანონშემოქმედებითი, კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნის და საფინანსო-საბიუჯეტო ზედამხედველობის ეფექტურად გამოხრციელების მიზნით, მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები. კანონშემოქმედებითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შემოქმედდა კომიტეტის კანონშემოქმედებითი გეგმა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით 8 კანონპროექტი შემუშავდა.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა, გიგი ბრეგაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს 2015 წელს შემუშავებული გეგმის წარმატებით განხორციელება მიულოცა. „კომიტეტის მიერ იყო საკმაოდ ამბიციური გეგმა შემუშავებული. ამ გეგმის უმეტესი ნაწილი 2015 წელს შესრულებულია. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საკმაოდ ბევრი, განვითარებული ქვეყნის პარლამენტსაც არ გააჩნია ამგვარი გეგმა, ასე რომ, ამ მხრივაც საინტერესოა და საქართველოს პარლამენტი, შესაძლოა, გარკვეულწილად, რეფორმების ექსპორტიორიც გახდეს. გეგმა უზრუნველყოფს არა მარტო იმას, რომ კომიტეტმა უფრო გახსნილად, უფრო გამჭვირვალედ და უფრო ანგარიშვალდებულად წარადგინოს თავისი თავი და მუშაობა, ის ასევე ეხმარება თავად კომიტეტს, რომ მისი იმიჯი და მისი საქმიანობა უკეთესად იყოს წარმოჩენილი საზოგადოებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომელთა მიმართაც კომიტეტი ანგარიშვალდებულია. მინდა ასეთივე წარმატება ვუსურვო 2016 წლის არანაკლებ ამბიციური გეგმის განხორციელებაში“,- განაცხადა გიგი ბრეგაძემ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2015 წლის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე საქმიანობის შესრულების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტი და სამინისტრო ნაყოფიერად თანამშრომლობენ. „ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც კონსტიტუციური, ასევე, კერძო პროექტების განხორციელებისას, არის სანიმუშო, როგორც შედეგზე ორიენტირებული და ორიენტირებული იმაზე, რომ მაქსიმალური შვება მოუტანოს ხალხს. მადლობას ვუხდი დიმიტრი ხუნდაძეს ასეთი ეფექტური თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ ვუდასტურებ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სახელით, ჩვენს პატივისცემას კომიტეტს და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ ამ წლების განმავლობაში ესოდენ პროაქტიული ლიდერის ფუნქცია გქონდათ და იმედია, ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანმრთელობის დაცვისა სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა პარლამენტის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ. „2016 წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში, იქნებ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ იმ შენიშვნებზე, რაც ექსპერტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს გააჩნიათ. თითოეული მათგანი დეტალურად არის განსახილველი. 2016 წლის გეგმებში გთხოვთ, რომ ეს გაითვალისწინოთ“,- აღნიშნა დეპუტატმა.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42