აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიჩესლავ ჩირიკბამ რუსეთის ფედერაციაში სირიის ელჩთან რიად ხადადისთან შეხვედრისას განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ამჟამინდელ პირობებში, როდესაც ომი მიმდინარეობს, ბევრი ასპექტი რთულად განსახორციელებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორივე მხარემ სირიულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავების სურვილი დააფიქსირა. მიგვიყვანს თუ არა ეს საბოლოოდ სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებამდე – ვფიქრობ, ამაში შეუძლებელი არაფერია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სირიის მხარის სუვერენული გადაწყვეტილებაა” – განაცხადა ჩირიკბამ.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკისა და ე,წ, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ დროისათვის აფახაზეთის დამოუკიდებლობა ასევე ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს აქვთ აღიარებული.
მასალის გამოყენების პირობები






