„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივან გიგა ბოკერიას შეფასებით, NDI -ს კვლევის მიხედვით მმართველი პარტიის რეიტინგი, მის კატასტროფულ ვითარებაზე მეტყველებს.
„პარტიებს შორის რეიტინგებზე არსებითი ცვლილება არ გვაქვს, თუ ცდომილებას გავითვალისწინებთ. თუმცა კვლევების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი პარტიისთვის ეს რეიტინგი კატასტროფიულ ვითარებას ნიშნავს. მმართველ პარტიას, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს, ესაა განაჩენი და ამაში ივანშვილს საზოგადოება ძალიან მალე დაარწმუნებს“, - აცხადებს ბოკერია.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






