,,ახალი მემარჯვენეების“ VII ყრილობის რეზოლუცია
პოლიტიკა - 14:59, 21 Dec, 2015     747
19 დეკემბერს ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში „ახალი მემარჯვენეების“ რიგგარეშე მეშვიდე ყრილობა ჩატარდა. ყრილობამ განიხილა ორგანიზაციული საკითხები. აირჩიეს ახალი თავმჯდომარე - ფიქრია ჩიხრაძის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის გამო, პარტიის თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე იქნა არჩეული, ხოლო გენერალურ მდივნად - იოსებ ბოცვაძე.

ყრილობამ აირჩია მთავარი კომიტეტის ახალი წევრები და მიღებულ იქნა პარტიის მეშვიდე ყრილობის რეზოლუცია.

,,ნიუპოსტი“ ,,ახალი მემარჯვენეების“ ყრილობის რეზოლუციას უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის 15 წლის მანძილზე „ახალმა მემარჯვენეებმა“ თავი დავიმკვიდრეთ პოლიტიკურ ძალად, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების, იდეოლოგიური ხედვების და რაც მთავარია, ქვეყნის ერთგულება.

ჩვენთვის ისევე, როგორც 2001 წლის 15 ივნისს - პარტიის დაბადების დღეს, კვლავ უმთავრეს ღირებულებებად რჩება პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი მეწარმეობა, თანაბარი შესაძლებლობები ადამიანებისათვის და სოციალური სამართლიანობა, ტრადიციები და ეროვნული ფასეულობები. უცვლელი რჩება საგარეო პოლიტიკური ორიენტირიც - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი დასკვნა სწორედ იმ იდეების ხორცშესხმაა, რომლისთვისაც „ახალი მემარჯვენეები“ წლების მანძილზე ვიღწვოდით. ჩვენი წვლილიცაა იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული არჩევანის შედეგები უკვე ხელშესახები გახდა.

ჩვენ შეგვიძლია ამაყი ვიყოთ, რომ არასოდეს გვიღალატია ამ პრინციპებისთვის და მიუხედავად ქარტეხილებისა, რომელიც გამოიარა ქვეყანამ და მასთან ერთად ჩვენც, კვლავ ვრჩებით კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალად, რომლისგანაც ყოველთვის ელიან პროგრესულს, სამართლიანს და საიმედოს.

საქართველოში ბოლო წლებში მოვლენების განვითარებამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად იქცა ის პრობლემები, რომელიც ხელისუფლების სათავეში დაუბალანსებელი ლიდერის, ე.წ. „მესიის“ მოსვლას ახლავს თან. ადრე თუ გვიან იწყება დაუბალანსებელი ხელისუფლების ბოროტად გამოყენება, რაც დაადასტურა როგორც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შედეგად პოპულისტი მიხეილ სააკაშვილის, ისე 2012 წლის არჩევნების შემდეგ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ ხელისუფლებაში.

დღეს არსებული მდგომარეობა ქვეყანაში: მოსახლეობაში არსებული აპათია, სრული ნიჰილიზმი, ეკონომიკის სტაგნაცია, უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ლარის გაუფასურება, ფასებისა და ტარიფების ზრდა იმ ხელისუფლების არაკვალიფიციურობის, არაკომპეტენტურობის, ნეპოტიზმის, არასწორი საკადრო პოლიტიკის ბრალია, რომელიც არ აურჩევია ქართველ ხალხს, არამედ დაგვიტოვა დიდი ძალაუფლებით აღჭურვილმა არაფორმალურმა მმართველმა.

ნაცვლად დემოკრატიული მმართველობისა, სადაც ხელისუფლების შტოებს შორის არის ბალანსი და ურთიერთშეკავება, ურზუნველყოფილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, საკუთრების უფლება, სიტყვის და მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და გამჭვირვალეობა, ჩვენ მივიღეთ კვლავ ჰიბრიდული, არაფუნქციონირებადი დემოკრატია, რომელიც შორს არის ქართველი ხალხის მისწრაფებისგან - იცხოვროს ევროპული დემოკრატიის და ეროვნული ღირებულებების მქონე სახელმწიფოში და გახდეს ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი.

ქართველი ხალხის არჩევანი და ოცნება არ ყოფილა გაჩერებული და მსოფლიოს რადარებიდან გამქრალი საქართველო, ისევე როგორც პრორუსული განწყობების ზრდა ქვეყანაში, რომელსაც სწორედ რუსეთის მიერ აქვს ტერიტორიები ოკუპირებული.

ქართველი ხალხის არჩევანი არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში საკუთარ კომფორტზე, პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე იზრუნებდა და არა მოსახლეობის უმძიმესი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

ჩვენ, „ ახალი მემარჯვენეები“, რომლის უკანაც დგას სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება და სახელმწიფოებრივი აზროვნება, ვთვლით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ბოლო უნდა მოუღოს არაფორმალურ მმართველობას და დაუბალანსებელი ხელისუფლების არსებობას ქვეყანაში, უნდა შეცვალოს მართვის ის მანკიერი სტილი, რომელიც თავს მოგვახვია არსებულმა ხელისუფლებამ.

ჩვენი ცოდნა და კომპეტენცია, ჩვენი გამართული და პროგრესზე ორიენტირებული პროგრამა გვაძლევს საშუალებას, რომ ხმამაღლა ვისაუბროთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 2016 წლის არჩევნების შედეგად ჯანსაღი დემოკრატიული ძალების მოსვლა ხელისუფლების სათავეში და „ქართული ოცნების“ მმართველობის დასრულება საქართველოში.

სრულად ვაცნობიერებთ რა დღეს ქვეყანის წინაშე არსებულ პრობლემებს, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სამართლიან და თავისუფალ გარემოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პროგრესული, დემოკრატიული ძალების კონსოლიდირება, მათი მოსვლა ხელისუფლებაში და ისეთი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელშიც ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება კეთილდღეობა, უსაფრთხოება და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

ჩვენ ვიცით სხვა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებთან, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, რომელთათვისაც ძვირფასია სამშობლო დემოკრატიული ღირებულებები, პროგრესი, დასავლური ინტეგრაცია, როგორ ვაქციოთ ჩვენი შესანიშნავი ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ, როგორ შევუქმნათ ჩვენს ახალგაზრდა თაობას პირობები ხარისხიანი განათლების მისაღებად, ჩვენს მოსახლეობას - მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებს - ღირსეული და დაფასებული სიბერე, როგორ მივაღწიოთ, რომ ადამიანი მართლაც იქცეს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ღირებულებად.

ამისთვის აუცილებელია ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნა, ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მოსვლა პოლიტიკაში, რაზეც ჩვენ, „ახალი მემარჯვენეები“ სერიოზულად ვფიქრობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს.

ვპირდებით საქართველოს მოსახლეობას, რომ მათთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნების მისაღწევად“ - ნათქვამია პარტიის მეშვიდე ყრილობის რეზოლუციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42