იუსტიციის მინისტრმა 19 ნოტარიუსი დააჯილდოვა
პოლიტიკა - 14:51, 21 Dec, 2015     1119

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 19 ნოტარიუსი დააჯილდოვა. ნოტარიუსებს, ვინც აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, იუსტიციის მინისტრის სპეციალური ჯილდო − ბრენდირებული მედალიონები გადაეცათ.

თეა წულუკიანის მიერ ნოტარიუსების დაჯილდოების ტრადიცია 2014 წელს ნოტარიუსთა პალატის ახალი ბრენდის პრეზენტაციაზე დაიწყო. გასულ წელს ახალი ლოგოს ფორმის მოოქროვილი მედალიონები ოთხ ნოტარიუსს ნოტარიატის მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისთვის გადაეცათ.

ღონისძიების ბოლოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერიამ ნოტარიუსთა პალატის მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ნოტარიატის მთავარ პრიორიტეტებს სანოტარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს. იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით ამ კუთხით 2015 წელსაც მნიშვნელოვანი აქტივობები გატარდა.

დაიწყო მზადება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოტარიატის რეფორმის განსახორცილებელად. სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ნოტარიუსობის კანდიდატი სამი წლის ვადით დაინიშნება იმ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის. ჩატარდა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და დაიწყო ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთა სტაჟირება, რაც აუცილებელი პირობებია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.

სანოტარო მომსახურება დაინერგა საზოგადოებრივ ცენტრებში. სანოტარო სერვისებით სარგებლობა უკვე 6 საზოგადოებრივ ცენტრშია შესაძლებელი.

საქართველოს ნოტარიატი ერთ-ერთი ლიდერია ელექტრონული სერვისების განვითარების კუთხით. ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს სისტემაში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. სულ მალე საქართველოს ნოტარიატს კიდევ ორი ახალი ელექტრონული ბაზა ექნება. 2015 წელს დაიწყო არქივში დაცული სანოტარო დოკუმენტაციის სრული და ონლაინში შესრულებული სანოტარო მოქმედებების ჩანაწერების ელექტრონული ბაზების შექმნა.

ახალი ელექტრონული ბაზები სანოტარო მომსახურების ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის და დოკუმენტაციაც მეტად იქნება დაცული.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42