2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55.6%-ით არის გაზრდილი- პრემიერი
პოლიტიკა - 14:25, 21 Dec, 2015     1410

მასწავლებლის საბაზო ხელფასი 65%-ით გაიზარდა; ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სათანადოდ დავაფასოთ ადამიანები, ვისაც ჩვენი შვილების ბედი, მომავალი თაობების აღზრდა ვანდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების სისტემაში არსებული განუკითხაობის ნაცვლად, მთავრობა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, დასავლური სტანდარტების განათლების სისტემის შექმნას ისახავს მიზნად.

· 2012 წელთან შედარებით განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი 55.6%-ით არის გაზრდილი;

· 82%-ით გაიზარდა მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება;

· 3-ჯერ გაიზარდა სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების დაფინანსება;

· 2.5 ჯერ გაიზარდა მეცნიერ-თანამშრომელთა ხელფასები;

· 24 მილიონი ლარით დაფინანსდა სამეცნიერო ინფრასტრუქტურისა და კვლევითი ბაზის განახლება;

· 60 მილიონი ლარით დაფინანსდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;

· 65%-ით გაიზარდა მასწავლებლის საბაზო ხელფასი;

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ნახევარი მილიონი მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით. 1 150-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებიც წლების განმავლობაში ფეხით გადიოდნენ კილომეტრებს სახლიდან - სკოლამდე, დღეს სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. მსოფლიო ბანკის კვლევის მონაცემებით, ამ პროგრამებმა ოჯახის დანახარჯი ზოგად განათლებაზე 60 პროცენტით შეამცირა.

გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის.

„სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ათასამდე ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 5 000-მდე მოსწავლეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ინტენსიურად გრძელდება მუშაობა შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ხარისხიანი პროფესიული განათლებისთვის და 2013 წლიდან ეს მიმართულება სრულად ფინანსდება; გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უმაღლესი განათლების სფეროში - სახელმწიფო აფინანსებს 21 საბაკალავრო პროგრამას; გასამმაგდა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სტუმრების რაოდენობა; გაიზარდა სასტიპენდიო ფონდები;

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი და სოციალურად დაუცველი ნიჭიერი სტუდენტებისთვის, ლისის ტბის ფერდობზე შენდება თანამედროვე სტანდარტების 320-ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა და აღნიშნა, რომ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ახორციელებს ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამებს ქიმიაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობაზე, რომელიც ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს უცხოეთის პრესტიჟულ სასწავლებლებში განათლების მიღებაში ეხმარება. მსოფლიოს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისთვის გრანტი უკვე 192 ახალგაზრდას დაუმტკიცდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42