ევროკავშირის თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა- პრემიერი
პოლიტიკა - 14:18, 21 Dec, 2015     1046

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით ანგარიშზე საუბრით დაიწყო.

მთავრობის მეთაურმა ეს ისტორიული მიღწევა ყველას კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის პრინციპული თანხმობა უვიზომიმოსვლაზე, საქართველოს ხელისუფლების მრავალმხრივი შრომის უმაღლესი შეფასებაა.

„დღეს ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა - ევროპა ხმამაღლა ცნობს ჩვენს წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს.ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლიდან, საქართველომ აირჩია განვითარების არსებითად ახალი გეზი - თანამედროვე ევროპული ტიპის, კანონის უზენაესობის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, მშვიდობის, ადამიანის უფლებათა დაცულობის, ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების ქვეყნის შენება.

„ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ვიყოთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს თბილისის საკრებულოში, ამ წუთებში წარადგენს.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციიის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სტუდენტები, ჯანდაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები ესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42