25 დეკემბერს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
პოლიტიკა - 13:51, 21 Dec, 2015     1037
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან, „სოლიდარობის ფონდის“ დირექტორ მარიამ ჯაშთან და მუსიკოს ვახტანგ კახიძესთან ერთად, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერად დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 დეკემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“ და მოხმარდება 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და მხარს უჭერს ფონდს მეტი რესურსის მობილიზებაში, რათა მეტი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს.

„კონცერტის ორგანიზებაში, ისევე როგორც სხვა ღონისძიებებში, აქტიურად ჩავერთეთ, რათა ჩვენი წვრილი შევიტანოთ და რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან ერთად თითოეული ადამიანი ჩაერთოს ვისაც შეუძლია, რომ ერთის მხრივ გარკვეული თანხა გაიღოს და მეორეს მხრივ ისიამოვნოს იმ შესანიშნავი პროგრამით, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ არის მომზადებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამით ერთის მხრივ წინასაახალწლო განწყობას შევიქმნით და ასევე ვიქნებით უფრო მეტად კმაყოფილები, რადგან ჩვენს წვლილს შევიტანთ დამატებით ბავშვებისა და მოზარდების სიცოცხლის გადარჩენაში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე (ორგანი), სალომე ჯიქია (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო-სოპრანო), დირიჟორი - ვახტანგ კახიძე. საახალწლო კონცერტზე შესრულდება ბახის ნაწარმოებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42