პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სასამართლო სისტემაში დამოუკიდებელი ადამიანების არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს.
მისი თქმით, მოსამართლეები ლოიალურები უნდა იყვნენ სინდისთან და კანონთან და არა - ხელისუფლებასთან.
"ჩვენ გვჭირდება მეტი დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში. ამაზე ვისაუბრე და პარალელი გავავლე, რომ სასამართლო კორპუსი პოლიტიკური პარტიის პრინციპზე არ შეიძლება იყოს მოწყობილი. პოლიტიკური პარტია ეს არის ერთმანეთთან ლოიალური პრინციპით გაერთიანებული ადამიანების ერთობა. სასამართლო კორპუსში ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა, რომლებიც ერთმანეთთან ლოიალობით და ხელისუფლებასთან ლოიალობით კი არ გამოირჩევიან, არამედ ისინი ლოიალურები არიან კანონის და სინდისის წინაშე",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილმა ეს განცხადება "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ორგანიზებით გამართული ფორუმის შემდეგ განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






