ჯანდაცვის მინისტრისთვის NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები გაუგებარია. ამის შესახებ დავით სერგეენკომ კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მისთვის ასევე გაუგებარია საიდან იღებს NDI აღნიშნულ მონაცემებს.
„მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ სოციოლოგიური კვლევების სპეციალისტი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და ბუნდოვანი რჩება NDI-ის მეთოდოლოგია და მიზნები. შესაბამისად, გამიჭირდება, რომ ამ კვლევებზე დაყრდნობით რაიმე ჩემი შეფასება გავაკეთო. უბრალოდ მე არ ვიცი საიდან იღებს ეს ხალხი ამ მონაცემებს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






