2016 წლიდან ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული სერვისი ამოქმედდება
პოლიტიკა - 12:54, 21 Dec, 2015     1031

2016 წლის დასაწისში ახალი საგანმანათლებლო ელექტრონული სერვისი ამოქმედდება. ინტერნეტ პორტალის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ელექტრონული სერვისის ამოქმედება უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყ6ნისთვის, ვინაიდან პორტალი გაამარტივებს საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვას და ერთ ელექტრონულ სივრცეში მოუყრის თავს უნივერსიტეტების,კოლეჯებისა და სკოლების ციფრულ ჩანაწერებს. სერვისი განკუთვნილია როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. მისი მომსახურებით ისარგებლებს საქართველოს 72 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 86 პროფესიული კოლეჯი, 2,333 სკოლა და 700 ათასმე სტუდენტი.

ინტერნეტ პორტალი, რომელშიც განთავსდება საგანმანათლებლო ინფორმაცია და ციფრული ჩანაწერები (დიპლომები, ატესტატები, სერტიფიკატები, ა.შ) შეიქმნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მისი სსიპ-ების „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ და „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ მეშვეობით. ინიციატივის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთის მთავრობა.

„ჩვენ ვამკვიდრებთ ინფორმაციის მართვის მაღალლტექნოლოგიურ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სისტემას. ახალი ელექტრონული სერვისის მეშვეობით გაუმჯობესდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, გამარტივდება გადახდები, უფრო ხელმისაწვდომი გახდება საგანმანათლებლო ჩანაწერები, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბიუროკრატიას განათლების სისტემაში“, - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ ახალი სერვისი ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმას და, ვინაიდან, ახალი ტექნოლოგიები ეფუძნება ელექტრონული მმართველობის პრინციპებს, ეს არა მარტო გაზრდის განათლების ხარისხს, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ასი ათასობით სტუდენტსა და მასწავლებელს.
საგანმანათლებლო ინფორმაციის მართვის პორტალი სრულყოფილად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც დასრულდება საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლების გადამზადება და არსებული საგანმანათლებლო ჩანაწერების ციფრულ ფორმატში გადაყვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42