უმრავლესობის წევრები NDI-ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. როგორც დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, ხელისუფლებას გამოკითხვის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს.
„რომელი კვლევითი ორგანიზაციაც ატარებს ამ სამუშაოებს, არ იმსახურებს ნდობას. ამიტომ არის კრიტიკული დამოკიდებულება კვლევების მიმართ. ვინც იცნობს საარჩევნო ტექნოლოგიებს და ვინც იცის საარჩევნო კაპმანია როგორ წარმართოს, გარწმუნეთ, რომ არა თუ 10-11 თვე, 6 თვეც საკმარისი დროა საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომ ჭკვიანური საარჩევნო კამპანიის ქვეყანაში, რომ ჭკვიანური საარჩევნო კამპანიის წარმოების შემთხევაში, სერიოზულ რეზულტატზე გახვიდე", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
თანაგუნდელს ეთანხმება გია ვოლსკიც. მისი თქმით, არსებობს კონკრეტული მაგალითები, რა დროსაც კვლევითმა ორგანიზაციებმა „თავი შეირცხვინეს“.
"ასეთი ღრმა შეფასებები არ მიმაჩნია საჭიროდ, უფრო ახლო პერიოდში გვექნება ზუსტი სურათი. საერთოდ, NDI-მ და ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც წლების განმავლობაში ცოტათი თავი შეირცხვინეს კვლევების სიზუსტესთან დაკავშირებით და ამაზე კონკრეტული მაგალითები არასოდეს მოგვიტანია" - აცხადებს გია ვოლსკი.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბერი-7 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






