მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აწუხებს- NDI-ს კვლევის შედეგები
პოლიტიკა - 12:05, 21 Dec, 2015     1840
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 69% მხარს უჭერს ქვეყნის მიზანს, გახდეს ნატოს წევრი. ნატოს მხარდამჭერები თავის არჩევანს უმეტესად უსაფრთხოების გარანტიებითა და ეკონომიკური სარგებლით ხსნიან. გამოკითხულთა უმეტესობა (56%) ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო ახლო ურთიერთობა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, მაშინ როცა 19% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევანის გაკეთებისას, მოსახლეობის 58% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ანიჭებს უპირატესობას. აგვისტოსთან შედარებით, ევროკავშირის მხარდაჭერა გაზრდილია: მაშინ ეს მაჩვენებელი 47%-ს შეადგენდა.

“მოქალაქეები მხარს უჭერენ ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს - ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას. ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირს შორის არჩევანის გაკეთებისას, მოსახლეობა უპირატესობას ევროკავშირს ანიჭებს და ეს მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია,” - აცხადებს ლორა თორნტონი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი, - “ასევე, მოსახლეობა აშშ-თან უფრო ახლო ურთიერთობას ქვეყნისთვის სასარგებლოდ მიიჩნევს. ყოველივე ეს ნათლად მიუთითებს ქვეყნის პრო-დასავლური კურსის მხარდაჭერას.”

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს მხარდამჭერებთან შედარებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერები უფრო აქტიურად უჭერენ მხარს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და აშშ-თან უფრო მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მეორეს მხრივ, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს პასუხი, თუ რომელი პარტია გაუძღვებოდა უკეთ საგარეო ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებას. ისინი ვისაც გააჩნია პოზიცია, ამბობენ, რომ ევროკავშირთან, ნატოსთან და აშშ-თან ურთიერთობას ყველაზე უკეთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები, რუსეთთან ურთიერთობას კი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა გაუმკლავდებიან.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 18%-ის თანახმად, ქართული ოცნება მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა, 14%–თვის ასეთი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, 9%-თვის კი - ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები. იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამბობენ, რომ არცერთი პარტია არ დგას მათ შეხედულებებთან ახლოს, აგვისტოს გამოკითხვის შემდეგ, 42%-დან 30%-მდე შემცირდა.

აგვისტოს შემდეგ, არჩევნებზე სავარაუდოდ წამსვლელი მოქალაქეების რაოდენობა 49%-დან 64%-მდე გაიზარდა; თუმცა მათ უმეტესობას კვლავაც არ აქვს გაკეთებული არჩევანი. კითხვაზე “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემთ ხმას”, გამოკითხულთა 60%–მა განაცხადა, რომ მას არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვისზე გააკეთებს არჩევანს.

გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული იმ ადამიანების 50%–საც, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებლად წავიდოდნენ არჩევნებზე ხმის მისაცემად. მათ შორის ვინც ამბობს, რომ აუცილებლად წავიდოდა ხმის მისაცემად ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 18%-მა თქვა, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას, 12% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 7% კი ირაკლი ალასანია-თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა მხარს. მოქალაქეების თქმით, მათ პოლიტიკურ არჩევანზე ყველაზე მეტად შემდეგი ფაქტორები მოქმედებს: პარტიის წარსული საქმიანობა, პარტიის კონკრეტული წევრებისადმი ნდობა და პარტიის საარჩევნო პლატფორმა.

წინა გამოკითხვების მსგავსად, ამ კვლევაშიც გამოიკვეთა, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად ეკონომიკური საკითხები აწუხებს: 57%-მა - სამუშაო ადგილები, 29%-მა - სიღარიბე, 28%-მა კი პენსიები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად დაასახელა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხად მოსახლეობამ ტერიტორიული მთლიანობა დაასახელა (29%). ასევე, მოქალაქეების 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ როცა 18%-ის აზრით საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები, სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება და მოქალაქეების ჩართულობა დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყანაში თითოეული ამ საკითხის მდგომარეობას არც თუ ისე დადებითად აფასებს. ამ საკითხისადმი დამოკიდებულება დიდწილადაა დამოკიდებული მოქალაქის პარტიულ სიმპატიაზე: პარტია ქართული ოცნების მხარდამჭერები გაცილებით უკეთ აფასებენ ზემოთჩამოთვლილი საკითხების მდგომარეობას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების, ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები.

„წინა კვლევების მსგავსად, უახლესმა გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობების დიდი არეალი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების მხარდაჭერამ იმატა, მაინც არცერთი პარტია არ ფლობს ძლიერ უპირატესობას. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის ანიჭებს უპირატესობას. ეს თითოეულ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო დაუთმოს მოქალაქეეების მზარდაჭერის მოპოვებას, მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის გატარებით,“ – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა.

NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. კვლევის კითხვარი პარტიებთან, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები.

გამოკითხვა ამა წლის 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 1,881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42