საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია განცხადებას ავრცელებს და ლევან მურუსიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს
პოლიტიკა - 17:10, 20 Dec, 2015     1571
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია დასრულდა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს-იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა-ლევან მურუსიძემ და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსმა - შოთა ქარჩავამ. კონფერენციაზე მოსამართლეებმა ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მთელი სასამართლო სისტემის, ასევე ცალკეული მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელმა და ცილისმწამებლურმა განცხადებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის სახეს იღებს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე განიხილეს და ერთხმად უყარეს კენჭი სპეციალურ განცხადებას.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უსამართლოდ მიიჩნევს.

მოსამართლეთა კონფერენცია მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მიზანმიმართული აშკარად მცდარი, დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური და არაეთიკური განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.

,,ნიუპოსტი“ უცლელად გთავაზობთ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

,,საქართველოს მოსამართლეები შეშფოთებულნი არიან ბოლო დროს, როგორც მთელი სასამართლო სისტემის, ასევე ცალკეული მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების გამო, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის სახეს იღებს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და მიუღებელია სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და ჯგუფების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, განხორციელებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლის მცდელობის ფაქტები. მოსამართლეები ამ დრომდე მიიჩნევდნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მათი როლისა და თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, თავი შეეკავებინათ გამოხმაურებოდნენ შინაარსმოკლებულ და დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რაც პერიოდულად ვრცელდება მედია სივრცეში. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მოსამართლეების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რაც გონივრულ და ზომიერების ფარგლებს სცილდება, ლახავს მოსამართლეთა რეპუტაციას და იწვევს საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობის ჩამოყალიბებას სასამართლო სისტემის მიმართ.

ასევე გულდასაწყვეტია, როდესაც ყოველგვარი ეთიკის ნორმების უგულებელყოფით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებები მიმართულია მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიმართ, რომელიც მოსამართლეთა დიდი უმრავლესობის ნდობის მანდატითაა აღჭურვილი. ამგვარი ბრალდებების ავტორებს, რომლებიც ხშირად იურიდიული სფეროს წარმომადგენლები არიან, როგორც ჩანს, შეხსენება სჭირდებათ, რომ ნებისმიერი გამოთქმული კრიტიკა უნდა იყოს დასაბუთებული, არგუმენტირებული, არ შეიცავდეს ადრესატის პიროვნების შეურაცხყოფას და მით უფრო ცილისწამებას, რაც უკვე სცილდება გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს.

საქართველოს მოსამართლეები ყველაზე კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოხატოს თუნდაც კრიტიკული მოსაზრება სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუმცა ყოვლად დაუშვებლად მივიჩნევთ სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც დაუსაბუთებლად და მიზამნიმართულად აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს და შეიძლება აღქმულ იქნეს სასამართლოს, მოსამართლის ან/და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების დაშინების, ზეწოლის ან მათზე რაიმე ფორმით ზეგავლენის მოხდენის მცდელობად. ამგვარ ფორმას არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან. იგი წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებისათვის თანაარსი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დარღვევას, სასამართლოს ავტორიტეტისა და პრესტიჟის უხეშ შელახვას. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, დიპლომატიური კორპუსი, სამოქალაქო სექტორი, ინტერესთა ჯგუფები, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლები და მასმედია სათანადო ყურადღებას მიაქცევენ და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ როგორც ცალკეულ მოსამართლეებზე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე პირდაპირ თუ ირიბი ზეწოლის მცდელობებს. დღეს წყდება მთავარი საკითხი, რაც, ვფიქრობთ, უკვე მრავალი წელია სასამართლო სისტემის და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი გამოწვევაა: იმ მოსამართლეებს, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პერიოდში არ არიან დანიშნულები/არჩეულები, ექნებათ თუ არა ხელახალი ვადებით სამოსამართლეო კარიერის გაგრძელების შესაძლებლებლობა (ასეთია დღევანდელ მოსამართლეთა დაახლოებით 90 %), ცხადია მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების და სხვა კრიტერიუმების ობიექტური შეფასების შედეგად, თუ, ასეთი მოსამართლეები, მხოლოდ ერთი ნიშნით - ისინი მოქმედი ხელისუფლების პირობებში არ არიან დანიშნულნი, წინასწარ იქნებიან განწირულები. სამწუხაროდ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების (ამ შემთხვევაში როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრები) მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საბჭოში არჩეულ წევრებს - ჩააგდონ ესა თუ ის კანდიდატურა, რაც ზოგადი სიმპტომი იქნება მთელი სისტემისათვის, ეს კი მოსამართლეთა შანსებს ხელახალი ვადებით გადანიშვნაზე კიდევ უფრო შეამცირებს. სწორედ ახლა წყდება - ქვეყანას უნდა ცივილიზებული, დასავლური ტიპის სასამართლო სისტემა, რომელიც არამარტო ქაღალდზე, არამედ რეალურადაც, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, დამოუკიდებლად წყვეტს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებს, თუ, გვინდა პოლიტიკურ თუ სხვაგვარ გავლენებზე აგებული სისტემა, რომელიც მორგებულია სხვადასხვა პოლიტიკური თუ მათი სატელიტი ჯგუფების შეხედულებებზე. როდესაც პიროვნება აირჩევა ან ინიშნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, იგულისხმება როგორც მოსამართლე, ისე განსაკუთრებით არამოსამართლე წევრები, იმ წუთიდან ისინი ვალდებულნი არიან იხელმძღვანელონ მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ინტერესებით და არა მათი ამ თანამდებობაზე განმმწესებლის (პარლამენტი, პრეზიდენტი) ინტერესებით. მოვუწოდებთ საბჭოს თითოეულ წევრს გადაწყვეტილება მიიღოს თავის შეხედულებისამებრ, მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, და არ მოექცეს არც ამ თანამდებობაზე მათი გამმწესებლის და არც სხვა ინტერესთა ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას თავი შეიკავონ მიზანმიმართული აშკარად მცდარი, დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური და არაეთიკური განცხადებებისაგან, რომლებიც ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს, პრესტიჟს და იწვევს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის დაკარგვას" - ნათქვამია მოსამართლეთა კონფერენციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42