_2011 წელს საქაართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიაღწია შეთანხმებას აშშ-ს პრეზიდენტ ობამასთან, რომ საქართველოს გამოეყოფოდა ახალი ტრანში, საჩუქარი ,,მილიენიუმ ჩელენჯ კორპორეიშენის“ სახით. ეს არის პროექტი, რომელიც დაიწყო ჯორჯ ბუშმა და იმ პირველადი სიიდან, რომელსაც ამერიკა ეხმარებოდა, დარჩა საქართველო. ობამას ადმინისტრაციამ რეალურად დააფინანსა ორი ქვეყანა - განა და საქართველო. 100 მილიონ დოლარზე მეტი იყო გამოყოფილა. 2012 წელს მე და მაშინდელი პრემიერი ნიკა გილაური ვიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში და გადაწყდა, რომ ნახევარი ამ თანხის წავიდოდა ამერიკულ უნივერსიტეტზე და ნაწილი საჯარო სკოლების რეაბილიტაციაზე. ხაზს ვუსვამ, ეს იყო 2012 წლის დასაწყისში. პროექტი უნდა დაწყებულიყო 2012 წლის დეკემბრიდან. დღეს არის 2015 წელი. სამი წელი სკოლების რეაბილიტაცია, რომელზეც ჩვენს მიერ აშშ-სთან შეთანხმების შედეგად იყო უზარმაზარი სამუშაო ჩატარებული პირადად პრეზიდენტ სააკაშვილი და პრემიერ გილაურის მიერ, მიუხედავად ამისა, სამი წელი ეს პროექტი არის გაჩერებული და იმედი, მაქვს რომ მომავალ წელს მაინც დაიწყება. მე უბრალოდ კითხვა მაქვს, 4 წელი რატომ უნდა გააჩერო ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც იხარჯებოდა 54 მილიონი დოლარი და სადაც დასაქმდებოდა ათასობით ქართველი, სადაც ათასობით ბავშვს ექნებოდა საშუალება ახალ სკოლაში ესწავლა?
_თქვენი ვარაუდით რატომ უნდა გაეჩერებინათ? შესაძლოა ეს უკავშირდებოდა გარკვეულ ტექნიკურ დეტალებს...
_ეს გააჩერეს თავიანთი უნიათობის გამო, იმის გამო, რომ განათლების სამინისტროში კორუმპირებული ჩინოვნიკები ეძებდნენ ხვრელს თუ როგორ შემძვრალიყვნენ ამ პროექტში საკუთარი ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებოდით და ვამბობდით, რომ ვერ შეძვრებით, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ის ქვეყანა, რომელიც მოგცემთ ფულის შოვნის შესაძლებლობას. 3 წელი ამ გამოსავალს ეძებდნენ, ყევლა სქემა დაალაგეს, დაწყებული ავტობუსებით და დამთავრებული სსიპ-ბით, სადაც ყველგან აქვთ კორუმპირებული ინტერესები. ეს იყო დარჩენილი ბოლო ბასტიონი, დიდი ლუკმა, რომელსაც წელავდნენ, ვერ დაიკმაყოფილეს და როგორც იქნა მომავალი წლიდან დაიწყებენ.
_თავად ამერიკული მხარე თუ სვამდა კითხვებს პროექტის გაჩერების შესახებ?
_ამერიკული მხარე ჩემი ინფორმაციით, მუდმივად სვამდა კითხვას, თუ რატომ იყო გაჩერებული და რატომ არ იწყებოდა პროექტი. ერთადერთი რასაც განათლების სამინისტროს სთხოვდნენ, ეს იყო რემონტების ხარჯების გაანგარიშება, რომელსაც შემდეგ ამერიკული კომპანია გადაამოწმებდა. ამერიკული მხარე თავად ხომ ვერ შეარჩევდა ჩვენს ქვეყანაში გასარემონტებელ სკოლებს? ეს იყო ჩვენი გასაკეთებელი. ნუთუ სამი წელი უნდოდა ამ სკოლების დასახელებას. ეს არ ხდებოდა არა მხოლოდ უნიათობისა და უსაქმურობის გამო, სამი წელი რომ სულ არაფერი აკეთო, ერთი სკოლაც რომ მოინახულო, საკმაირის იქნებოდა რომ ეს სია გადეცათ.
_იქნებ შერჩევის პროცესი იყო რთული და მოითხოვდა გარკვეულ დროს?
_სამი წელი უნდა როგორ ფიქრობთ ამას? რეალურად სამი წელი არც არის საჭირო. ეს იმ პირობებში როცა ყოველი დღე მნიშვნელობანია ბავშვის განათლების პროცესში, სამ წელიწადში ზოგმა სკოლაც დაამთავრა ხომ? ჩვენს ეკონომიკას, რომელსაც ძალიან უჭირს, წარმოიდგინეთ როგორი მნიშვნელოვანია, რომ ეს ფული აქ დაიხარჯება. ეს ხომ არ არის ტოიოტების შესაძენი ფული, რომელიც იაპონიაში უნდა გაიგზავნოს? ეს ფული აქ უნდა დაიხარჯოს, ქართველმა მუშამ უნდა იმუშაოს... ანუ აქ იხარჯება. მთავრობა ძალიან სწრაფია, როცა იაპონურ მანქანებს ყიდულობს და ძალიან ნელია, როცა საქართველოში უნდა დახარჯოს ფული. დღეს თუ რამე ხდება პოზიტიური, ცალსახად მინდა გითხრათ, რომ არის ანარეკლი იმისა, რაც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს და ის, რაც ხდება დღეს ნეგატიური არის ანარეკლი იმისა, რასაც ეს მთავრობა აკეთებს.
_თავიდანვე 100 სკოლაზე იყო გათვლილი ამ თანხის გამოყოფა თუ ეხლა შეიცვალა რამე?
_ჩვენ გვქონდა ორი მიდგომა - ან უნდა მომხდარიყო 100 სკოლის სრული რეაბილიტაცია, ან ნაწილობრივ 300 სკოლის. თუმცა ჩვენ გვერჩივნა საფუძვლიანად გაკეთებულიყო 100 სკოლა, თუ ას სკოლას არემონტებ 54 მილიონ დოლარად, თითოზე შენ ხარჯავ მილიონ ნახევარზე მეტს. ეს არის ის თანხა, რომლითაც სკოლას ნორმალურად გაარემონტებ.
მასალის გამოყენების პირობები






