,,ჩვენ არ დავტოვეთ არცერთი ცარიელი ადგილი ვიზალიბერალიზაციის საკითხში შედეგის მისაღწევად“ - შს მინისტრი
პოლიტიკა - 21:30, 19 Dec, 2015     1370
ევროკავშირთან თავისუფალ სავიზო რეჟიმის მიღებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება ,,მოამბის“ ეთერში საქართველოს შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში თავისუფალი სავიზო რეჟიმის მისაღებად ყველა პირობა პირნათლად და ამომწურავად შეესრულებინა.

,,ჩვენ არ დავტოვეთ არც ერთი ცარიელი ადგილი და, შესაბამისად, მივიღეთ ეს ყველასთვის სასიხარულო შედეგი“ - აღნიშნა მღებრიშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაში სოლიდური წილი სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის

,,ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 % -მდე სწორედ ჩვენს უწყებაზე მოდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ რაღაც ორ წელიწადში წარმატებით გაართვა თავი ამ ვალდებულებების შესრულებას.

უფრო კონკრეტულად, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შსს-ს კომპეტენციაში შედიოდა მრავალი მიმართულება, მათ შორის: საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა, ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლა, პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების დანერგვა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42