უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეებსაც შეეხებათ
პოლიტიკა - 17:46, 19 Dec, 2015     1939

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ "უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ მოქალაქეებსაც შეეხებათ".

"ევროპამ თქვა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ევროპის კარი არის ღია. საქართველო მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები იყო მართებული და სწორი და დასრულდა იმ შედეგით, რომლითაც ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა ამ რეფორმების პროცესმა. ეს პროცესი დასრულდება რამდენიმე თვეში, რომლის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ შორის ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები ჩვენი დები და ძმებისთვის იქნება შენგენის ზონა თავისუფალი მიმოსვლის სივრცე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განმარტებით საქართველოს ყველა მოქალაქეს უვიზო მიმოსვლის 90 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული და ეს ვადა უნდა დაიცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავად შეიზღუდავს მომავალში ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობას.

გუშინ 18 დეკემბერს, ევროკომისიამ სარეკომენდაციო ანგარიშით ევრობლოკის წევრ ქვეყნებს მიმართა საქართველოსთან შემსუბუქებული სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა შეასრულა. სამოქმედო გეგმა კი არის დეტალური ნუსხა იმ ნაბიჯებისა, რომელიც საქართველოს, დაწყებული 2013 წლის თებერვლიდან, უნდა შეესრულებინა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მისაღებად. ევროპარლამენტის და წევრი ქვეყნების მიერ ამ ინიციატივის დამტკიცების პროცესი, როგორც საქართველოში იმედოვნებენ, 2016 წლის შუა პერიოდისთვის დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42