C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით 20 000 პაციენტის მკურნალობაა დაგეგმილი
პოლიტიკა - 17:24, 19 Dec, 2015     2034
დღეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივ ბრიფინგზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უპრეცედენტო პროექტის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მნიშვნელოვანი სიახლეა. პროგრამაში შემოდის ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი ჰარვონი, რომელიც კიდევ უფრო მეტ პაციენტს მისცემს საშუალებას დაამაცხოს C ჰეპატიტი და სრულად განიკურნოს. ძვირადღირებული მედიკამენტი „ჰარვონი“, ისევე, როგორც პროგრამის დღეს არსებული მედიკამენტი „სოფოსბუვური“, საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ მიეწოდებათ. პრეპარატის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ გადაწყვეტილებით, პროგრამის წარმატებით მიმდინარეობიდან გამომდინარე, საქართველოს უწყვეტად მიაწვდის მედიკამენტებს, რათა პროგრამა არ შეფერხდეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აცხადებს მზაობას, უზრუნველყოს პროგრამის უწყვეტი და შეუფერხებელი განხორციელება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროგრამის მეორე ეტაპს ხელი მოეწერება 2016 წლის იანვარში, რის შემდეგაც მედიკამენტი ჰარვონი უმოკლეს ვადაში საქართველოში შემოვა. წლის განმავლობაში დაგეგმილია პროგრამის ფარგლებში 20 000 პაციენტის მკურნალობა. მინისტრის განცხადებით პროგრამა გაგრძელდება უწყვეტად, ვიდრე ბოლო პაციენტი არ მიიღებს მედიკამენტს.

"ჩვენი თხოვნა იყო, რომ ვიდრე საკუთრივ წელიწადში 20 000 პაციენტის მკურნალობა დაიწყებოდა, გვემკურნალა იმ ჯგუფის ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მძიმე ფორმებში ჰქონდა დაავადება და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანების ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა რომ არა ეს პროგრამა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა სამუშაო ჯგუფს და ექიმებს, პროგრამის წარმატებით მიმდიანრეობაში შეტანილი წვლილისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42