ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ენმ-ში გაკეთებული განცხადება მანაც ტელევიზიით შეიტყო.
„ჩემზე მეტად უნდა დარდობდეს ხელისუფლება ჩემს უსაფრთხოებაზე, რომ ვიღაცამ ეს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ გამოიყენოს. მე არ მითქვამს, რომ ირმა ნადირაშვილი იტყუება. მე ეს არ ვიცი, იტყუება თუ არა. ახლა, როდესაც ძალიან ბევრი ცდილობს, რომ როგორღაც მიმაწებოს ნაციონალურ მოძრაობას, არანაირი ურთიერთობა მათთან არა მაქვს და ეს მეც მედიიდან მოვისმინე,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირმა ნადირაშვილი, მოწმის სტატუსით დაკითხეს. როგორც უწყებიდან გამოსულმა დეპუტატმა აღნიშნა, მისი დაკითხვაზე დაბარება გუშინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, სუსი ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ ოპერაციას გეგმავს, რომელიც მის ცემას გულისხმობს.
ნადირაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატის ცემას გოგაშვილი გეგმავს. დეპუტატის თქმით, მათ ამ საქმისთვის შერჩეული ჰყავთ ადამიანიც, რომლის სახელიცაა ნუკრი.
მასალის გამოყენების პირობები






